სოცქსელი

«წაკუზულებო, ერთი ადგილის მიმცემებო, ერთ ადგილს ნუ ათამაშებთ»-რომან გოცირიძე

«ნაციონალური მოძრაობის» წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

“საჯდომი” ქართული პოლიტიკური სუბკულტურის( ლექსიკის) ორგანული ნაწილია. ამ ორგანოს უფრო გასაგებ ენაზე სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ რადგან არ მჩვევია ამ და სხვა მსგავსი ორგანოების არანორმატიული ფორმით გამოყენება, ქვემოთაც ასე მოვიხსენიებ, ოღონდ კითხვისას შეგიძლიათ ისე შეცვალოთ, როგორც თქვენს ყურს ( ესეც ორგანოა) ესიამოვნება.
წაკუზულებო, დააყენეთ ერთი ადგილი, ერთ ადგილს ნუ ათამაშებთ, თქვენს საჯდომს მიხედეთ, თუ ერთი ადგილი აქვს, ერთი ადგილის მიმცემებო, ნუ ასაჯდომებ საქმეს (მგონი პირველად გაჩნდა ეს სიტყვა ამ წუთას ქართულ ენაზე:)) და ასე შემდეგ-ყველაზე გავრცელებული მიმართვა თუ ეპითეტია ჩვენს დღევანდელ რეალობაში. “ერთი ადგილის მცველების” ენით რომ ლაპარაკობდნენ მარტო ქუჩაში, ჯანდაბას, მაგრამ ჩვენი საექსპერტო თუ პოლიტიკური ელიტა ამ “არგუმენტებით” გველაპარაკება ყოველდღიურად ეკრანებიდან.
განსაკუთრებულ დაფასებაშია “წაკუზულები”.
“კამა სუტრაში” სულ წაკუზულები რომ არიან, ვის უშავებენ რაიმეს?ვინმესთვის ეს პრობლემა გამხდარა?:)) იქნებ აკრძალონ ეს წიგნი საერთოდ. თვითონ რომ “წაკითხული” ექნებათ, ეჭვიც არ მეპარება. სტუდენტობაშიო, დაიმორცხვებენ ალბათ. აბა სერიოზულ დეპუტატის ან ექსპერტის მაგიდაზე ან უკან, წიგნის თაროზე, ლამაზად ჩამოდებული “კამა სუტრა” ობიექტივში რომ მოხვდეს, წარმოგიდგენიათ, რა ამბები დატრიალდება? ნიცშე შეიძლება, ეს ინდური სახალხო სიბრძნე თუ ინსტრუქცია არა. მაგრამ ციხის კრიმინალური ლექსიკის “წაკუზულები” დიდ პატივშია, დიდად მოხმარებადია და ხშირად გვესმის ტელე თუ რადიოეთერებიდან.
ისე, ვისი რა საქმეა, ვინ ზემოდან იქნება, ვინ ქვემოდან, ვინ გვერდიდან და ვინ წაკუზული?😂
აი, მაგიდასთან (სატელევიზიო ეთერშიც) მოხრილი ჯდომა არ ვარგა, სქოლიოზსს აჩენს.»

Loading…

მსგავსი პოსტები

«ადამიანებს შია ! ადამიანებს წამლის ფული არა აქვთ ! ადამიანები სამართალს ვერ პოულობენ !»-ელისო კილაძე

«რამდენჯერ გამივლია ამათ შორის არასოდეს მსგავსი თავდასხმა არ გაუბედიათ ამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისგან მართულ მოღალატეებს!»-ემზარ კვიციანი განცხადებას აკეთებს

Joni Kvaracxelia

«მტყუანის, მომგონის და გამავრცელებლის დედას @@@@ცა არბოშიკის ყველა ვირმა»-ოქრუაშვილი ბრალდებებს პასუხობს

დატოვე კომენტარი