განცხადებები

ძალიან შორს ვართ საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიისგან-ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე  კორონავირუსთან დაკავშირებით  განცხადებას აკეთებს:

«რაც შეეხება მზაობას, პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მივიღეთ კონკრეტული რეკომენდაციები. ვმუშაობთ ორი მიმართულებით – პერსონალის ტრენინგი, რაც ძირითადად მოიცავდა საკითხებს, როგორ უნდა გამოავლინოს პერსონალმა საეჭვო შემთხვევები და როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, გვქონდა კონკრეტული რეკომენდაცია ექიმების ეკიპირებაზე, რომლებიც კონტაქტში შედიან ასეთ პაციენტებთან. პერსონალი, რომელიც კონტაქტში შედის პაციენტებთან, არის მაქსიმალურად ეკიპირებული. მაშინვე, როგორც კი საეჭვო შემთხვევა იქნება, გვაქვს რეკომენდაცია, დავუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ვიმოქმედოთ სიტუაციის შესაბამისად. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან შორს ვართ ეპიდემიისგან, კორონავირუსის შემთხვევაში ჩვენ გვყავს სამი პაციენტი 3.5 მილიონიან მოსახლეობაზე. ასე რომ, არა მარტო ეპიდემიაზე, არამედ შემთხვევების გახშირებულ რაოდენობაზეც კი არ არის საუბარი, იმდენად მცირეა ეს რიცხვი» განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

რომელ რუსულ ბანკებს შეეხება ევროკავშირის ახალი სანქციები

ნიკა გვარამია ვანო ზარდიაშვილს «ახლადგამოჩეკილ ბლოგერ შარდიაშვილს» უწოდებს

Joni Kvaracxelia

«ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს…ივანიშვილი არის დამარცხებული»-ნიკა მელია

დატოვე კომენტარი