Uncategorized

«ძალიან მინდოდა, თავი შემეკავებინა და აღარ გამეხსენებინა ტრაგიკული მოვლენები, რომელიც 2010 წელს, თბილისის 53-ე სკოლაში მოხდა…»-შორენა სიხარულიძე

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს  შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

«ძალიან მინდოდა, თავი შემეკავებინა და დღეს აღარ გამეხსენებინა ის საზარელი, ტრაგიკული მოვლენები, რომელიც 2010 წელს, თბილისის 53-ე სკოლაში მოხდა…არ მინდოდა, რადგან … მაპატიე, Lali Lekishvili_ მაგრამ უნდა გავიხსენო მაინც, რადგან დღეს, ხმის ჩახლეჩამდე ისინი ”აპროტესტებენ” ანგელოზი მოზარდის თვითმკვლელობას, რომლებიც წლების წინ, ძმები ალექსიძეების მიმართ ჩადენილი გაუგონარი გულგრილობის და დანაშაულის შემოქმედნი იყვნენ!
53-ე სკოლის დირექტორი ის უნამუსო, გარეწარი, ფაშისტი ტარას შავშიშვილი იყო, რომელიც მერე, პატრიარქის დაცვის უფროსმა, ოხანაშვილმა საპატრიარქოში მიიყვანა და რომელსაც დიდი ძალისხმევით ”ათეთრებდა” ერთ-ერთი ნაც-ტელევიზიის ყველაზე ნაც-გამპრავებელი სახე!

ძმები ალექსიძეები_მიხეილი და ზაზა ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბავშვები იყვნენ, 14 წლის მოზარდი ბავშვებისთვის დამახასიათებელი სიცელქითაც და სიკეთითაც, ეგაა მხოლოდ, მაშინ ნაც-რეჟიმის მიერ ნორმად დამკვიდრებულ ფაშიზმს ვერ ეგუებოდნენ! ვიღაცამ რაღაც დააშავა სკოლაში, დირექტორმა, კი რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამ ”დანაშაულის” ჩამდენის ვინაობა აუცილებლად ზაზა და მიკა ალექსიძეებს უნდა სცოდნოდათ და დაესახელებინათ! ბავშვებმა არც იცოდნენ და არც დაასახელეს..ამის გამო ამ ბავშვებს გადაეკიდა არა მხოლოდ ფაშისტი დირექტორი, არამედ სკოლის მთელი პედ-კოლექტივი და ისე”აბულინგეს” ეს ბავშვები, მთელი ქვეყანა შეიყარა! ეს საზარელი პროცესი კი იმით დასრულდა, რომ ეს ძმები სკოლიდან მგლის ბილეთით გარიცხეს და საქართველოს არც ერთი სკოლა მათ აღარ ღებულობდა! ჩემმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა სტეფანე კორინთელმა, რომელიც ქარელის სასულიერო გიმნაზიის რექტორია, რომ შეიტყო ეს ამბავი, დამირეკა და მითხრა_ მომიყვანეთ ეს ბავშვები და მე მივიღებ სკოლაშიო! შემდეგ, უწმინდესი ჩაერია, რადგან ამ ბავშვცებს ძალიან კარგად იცნობდა_ ისინი წმინდა სამების საპატრიაქრო ტაძარში სტიქაროსნები და მგალობლები იყვნენ..მიიღო და გულში ჩაიკრა ისინი.. თუმცა, მოზარდის გატეხილ გულს და მოზარდების მყიფე ფსიქიკას, ასე ადვილად აღარ ეშველა!..ბავშვებმა სწავლას თავი დაანებეს, საკუთარ სამყაროში ჩაიკეტნენ.. განსაკუთრებით მძიმედ ეს ამბავი ზაზამ გადაიტანა და ეს მუდამ მომღიმარი ბავშვები რადიკალურად შეიცვალნენ_მათ თვალებში სხივი, სინათლე ჩაქრა..

..ამ ბავშვებისთვის ”ლამაზი ეპითეტები” არ დაუკლია არავის ყოფილი ხელისუფლების რეჟიმიდან! მათგან მონსტრები შექმნეს.. და მიუხედავად ამ ბავშვების კლასელების, მეგობრების დიდი ძალისხმევისა, უამრავი საპროტესტო აქციისა (ინტერნეტში დღესაც იძებნება ბავშვების მიერ დადგმული ”პერფორმანსები, სადაც თავიანთი სკოლის ფაშიტს დირექტორს და მასწავლებლებს ამხელდნენ!!!) .. ყველა პროტესტი დარჩა ”ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”…
.. აღარ მინდა გავიხსენო, რა გადაიტანა ალექსიძეების დედამ, ლალი ლეკიშვილმა! აღარ მინდა, არც იმის გახსენება, თუ რა დღეები ედგა ლოგინად ჩავარდნილ ბავშვების მამას, ექიმს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებით იტანჯებოდა! აღარ მინდა გავიხსენო ისიც, რას განვიცდიდი, როცა სამების ტაძარში მივდიოდი და თეთრ სტიქარში გამოწყობილ ამ ნათელ ბავშვებს ვეღარ ვხედავდი!…

.. გავიდა წლები.. თითქოს ყველამ მიივიწყა ეს საშინელი ტრაგედია…მშობლების და ჩვენს_ამ ოჯახის ახლობლების გარდა! რადგან იმ წლებში გადატანილი საშინელება შავ ზოლად გასდევდა მათ ცხოვრებას! მიკამ თითქოს შესძლო და გადალახა ეს ტკივილი, გარედან მაინც ასე ჩანდა, ზაზამ კი…. ზაზამ ვერ შესძლო და თებერვლის ერთ საშინელ დღეს ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.. და მასთან ერთად დაიმარხა მისი დედის, ლალის ცხოვრებაც..მისმა მშობლებმაც იქ შეწყვიტეს მზის ყურება, სადაც ზაზამ, დილის 6 საათზე, თოკით თავი ჩამოიკიდა! უწმინდესის კურთხევით, ზაზა უზიარებელი არ წავიდა იქ, სადაც ტარას შავშიშვილის და მისი ბანდის წევრების ადგილი არასოდეს იქნება..იქ, უფალთან!..

..ლალიმ ერთხელ ცრემლიანმა მითხრა_ საპატრიარქოში ტარასი რომ დავინახე, მეგონა, სატანა მელანდებოდა და ვიკივლეო… სდია იმ ძაღლთაპირს, თუმცა, ის არაკაცი დაემალა! ერთხელ კი შემთხვევით ქუჩაში შეხვდა და თვალებზე ლიბრგადაკრული მივარდნია, სახეს ახოკავდა..მეტი ვერაფერი შესძლო დიაბეტის უმწვავესი ფორმით დაავადებულმა ქალმა!

… ლალი დღეს დღეებს, საათებს და წუთებს ითვლის ზაზას გარეშე… გული მეგლიჯება, როდესაც სპეციალურად ზაზასთვის შექმნილ გვერდს ვუყურებ აქ… ლალის მინაწერს_ ”256 დღე, 17 საათი და 6 წუთი ზაზას გარეშე!”
… და დღეს, ამ დანაშაულისთვის არავინაა დასჯილი იმ ხელისუფლებიდან, რომელმაც მოზარდები ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირა! მეტიც_ ხმამაღლა გვიკითხავენ მორალს ფაშისტები, მკვლელები, მდედრი თუ მამრი ჩიკატილოები! დაისაჯა მხოლოდ ზაზას დედა… მზეჩამქრალი დედა.. ზაზას ძმა..მამა…

… ნაც-სექტანტებო_თქვე სულით მახინჯებო! არ გაბედოთ ხმის ამოღება! თქვენ არ ხართ საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც უფლება აქვს, ლუკას სიკვდილისთვის ვინმეს პასუხი მოსთხოვოს! მანქურთებო, ანგელოზი ბავშვის სიკვდილსაც რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებს არგებთ შარვალ-კოსტუმივით! თქვე ფაშისტებო! მდედრო და მამრო ჩიკატილოებო! ზაზა ალექსიძის ცოცხლად დამარხულ დედას გაეცით ჯერ პასუხი, თქვენი მკვლელები დასაჯეთ და მერე მოითხოვეთ სამართალი! თუმცა, ამას როგორ იზამთ_ ის დაწყევლილი მწვანე სკოლაც თქვენი ჯიშის და სექტის წევრებისაა.. იმ არაადამიანების, რომლებიც მზად არიან, მოზარდები კედლების გაფერადებისთვის ციხისთვის გაწირონ!

ჩვენ, საზოგადოების იმ ნაწილმა კი, რომელსაც ასეთ ძალადობაზე თვალი არასოდეს დაგვიხუჭავს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ლუკას სიცოცხლისთვის უმკაცრესად აგოს პასუხი ყველამ, ყ ვ ე ლ ა მ, ვინც უნდა იყოს ის, რომ აღარასოდეს გაუჩნდეს სურვილი 15 წლის მოზარდს, თქვას”ამ ცხოვრების დედაც!”…

P.S. რამდენიმე წუთის წინ ველაპარაკე ზაზა ალექსიძის დედას, ლალის… ხმაჩახლეჩილი, გულგაპობილი, მზედაბნელებული ლალი საავადმყოფოდან, სიკვდილის მომლოდინე ძმის სიცოცხლის დასარულს ელის ისევ..”მე უკვე სიკვდილთან ვმეგობრობ, შორენა..მე სიკვდილი სიცოცხლეში ჩამისახლა და არ მიდის არსადო..

ზაზას ამბავი არანაკლებ განიცადა ლალის ძმამ, რომელსაც პირველი ინფარქტი ჯერ კიდევ 2010 წელს დაემართა იმ დღეებში, როცა ეს ზაზა და მიკა მანქურთებმა გაწირეს!..ვეღარც გამოჯანმრთელდა მას შემდეგ…
ვერაფრით ვანუგეშე ლალი…ცრემლგამშრალმა მითხრა, იმ დროს, როცა მიკა და ზაზა გაწირა ტარას შავშიშვილმა, მისი მოადგილე, ვინმე შორენა გამყრელიძე_ნოდარიშვილისა მისი მოადგილე იყო, ორი კვირის დანიშნული და ბავშვებს საერთოდ არ იცნობდა, მაგრამ სასამართლო პროცესებზე, ცრუ მოწმედ წარსდგა და ყველაზე დიდი აგრესიით ამ ბავშვებზე სწორედ ეს ქალბატონი საუბრობდა..მივედი და ვუთხარი_კი მაგრამ, 2 კვირაა რაც სკოლაში დაინიშნეთ და რა იცით, ჩემი შვილები 1 წლის წინ როგორები იყვნენ და რას ცელქობდნენო.. მაგრამ ”ასე სჭირდებოდა მშობლიურ რეჟიმსა და პარტიას” და ”ახსოვდა”!

ხოდა, აი, ეს ქალბატონი, თურმე, იმ ავადმოსაგონარ ”მწვანე სკოლაში” მუშაობს“,-წერს შორენა სიხარულიძე.

Loading…

მსგავსი პოსტები

ანატოლი გრიცენკო: პოროშენკო მახეში გაება

Joni Kvaracxelia

2012 წლიდან ძებნილი ქართველი, რომელიც კვარაცხელიას მატჩზე ჩავიდა, ნეაპოლში დააკავეს

Joni Kvaracxelia

10 მაისს ისტორიაში …

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი