განცხადებები

«ციხეებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა…»-გოჩა ლორთქიფანიძე

 

«დღეისათვის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მდგომარეობა ამ ნიშნულზე შევინარჩუნოთ…

კოვიდ19-თან ბრძოლა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი სისტემის თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობის დაცვა და, ამასთანავე, სისტემა მუშაობდეს სტაბილურად და ეფექტურად. სერვისები უკვე ახალ გარემოებებში, დაწესებული შეზღუდვების დაცვით, შეუფერხებლად მიეწოდება მოსახლეობას. ეს გულისხმობს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლას; მაცნეს ვებგვერდზე შესაბამისი სამართლებრივი აქტებისთვის StopCov საქაღალდის შექმნას; იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მომსახურების მისაღებად დაჯავშნის ახალი სისტემის ამოქმედებას. ეს კოვიდის პირობებში მომსახურების მენეჯმენტისა და მისი მართვის საშუალებას იძლევა ისე, რომ დაცული იყოს თითოეული მომხმარებლისა და პერსონალის უსაფრთხოება. დისტანციურ ფორმატზე ადაპტირდა სასწავლო ცენტრის პრიორიტეტული ტრენინგ მოდულები, შეიქმნა დროებითი სანოტარო ბიუროები»-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ უწყების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა

Loading…

მსგავსი პოსტები

«აუცილებლად აგებს პასუხს. არაფერია მუდმივი… «-გიგი წერეთელი ნავალნის სიკვდილზე

roma sajaia

«იმედია ამ «ეფესბეს» აგენტის, გოგაშვილის ნასაუბრებზე ბევრს გაეხსნება ტვინი და ახლა მაინც მიხვდებიან…»-ბარამიძე გოგაშვილზე

roma sajaia

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი