არჩევნები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მინიმუმ ხუთ ქალაქში მე-2 ტური გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მინიმუმ ხუთ ქალაქში მე-2 ტური გაიმართება. საუბარია — თბილისზე, რუსთავზე, ქუთაისზე, ფოთსა და ბათუმზე.

07:00 საათის მონაცემებით, რუსთავის მერობის კანდიდატებს შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით კირკიტაძე ლიდერობს. მას დათვლილი ხმების მიხედვით, 44.53% ( 9 687 ხმა) აქვს. რაც შეეხება ქართული ოცნების კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს, მას ამ დროისთვის 44.34% აქვს (9 647).

ამავე მონაცემებით, ქუთაისში ოპოზიციის — ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მან წინასწარი მონაცემებით, ხმების 43,75% (10 798) მოაგროვა. ამავე მონაცემებით, მეორე ადგილზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილია, რომელსაც ამ დროისთვის, ამომრჩევლების 41,86% (10 330) უჭერს მხარს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს. მას ამ დროისთვის დათვლილი ხმების 42,34% აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს, ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 41,49% მიიღო.

07:00 საათისთვის დათვლილი ხმებით, ზუგდიდში, ენმ-ის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია ლიდერობს. მას დათვლილი ხმების 48,17% აქვს. რაც შეეხება ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას, მან ხმების 40,1% მიიღო.

გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება ფოთშიც, სადაც ამ დროის მონაცემებით ხმები ასე გადააწილდა:

გიგი უგულავა (გაერთიანებულო ოპოზიციის კანდიდატი) — 3 835 ხმა — 37,44%

ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) — 4 889 — 47,73%.

მეორე ტური ასევე გაიმართება დედაქალაქშიც:

ნიკა მელია 63 871 ხმა — 34,13%;
კახა კალაძე — 85 161 ხმა 45,5%;
გიორგი გახარია 16 795 ხმა — 8,97%;

Loading…

მსგავსი პოსტები

ტრამპი იმეორებს არაჰუმანურ შენიშვნებს არალეგალი ემიგრანტების მიმართ და საუბრობს «შეჭრაზე»

Joni Kvaracxelia

,,ნაციონალური მოძრაობის “ წალენჯიხის მერობის კანდიდატი გია ხარჩილავა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებშიც ერთი დღითაც არ შეუჩერებია მუნიციპალიტეტის წინსვლა

Joni Kvaracxelia

საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი