სიახლენი

ჩინეთში ტაიფუნის გამო განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადა

ჩინეთის მეგაპოლისში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.გადაუღებელი წვიმა და ქარი სამაშველო სამსახურების მუშაობას ართულებს. გამოცხადებულია მასშტაბური ევაკუაცია, მოსახლეობას ქუჩაში გასვლა და სანაპირო ზონასთან მიახლოება ეკრძალება. სტიქიის გამო შეჩერებულია ავია და საბორნე მიმოსვლა. არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეწყდა სასწავლო პროცესიც. ფილიპინებში ტაიფუნს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 28 ადამიანი. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. ათობით დატბორილ დასახლებაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

თბილისის საკრებულო ვარდების რევოლუციის მოედნისათვის სახელის გადარქმევას აპირებს

გავლენიანი გამოცემა «Stratfir» სალომე ზურაბიშვილისა და რუსეთის 2007 წლის კავშირს იხსენებს

ბოლო დროს ქვეყანაში სარესტორნო ბიზნესის შესაძლო ჩავარდნის საშიშროებამ იმატა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი