covid-19მსოფლიოში

ჩინეთმა კორონოვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწინასწარმეტყველა

2020 წლის ნოემბერში მსოფლიოს კორონავირუსის მეორე ტალღა გადაუვლის, თუმცა გაცილებით სუსტი, ვიდრე ეხლა — ინფორმაციას CNN, შანხაის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორზე, COVID-19 სამკურნალო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელზე, ჩჟან ვებხუანზე დაყრდნობით ავრცელებს. მან ასევე განსაზღვრა ინფექციის გავრცელების სავარაუდო პერიოდი.

”ჩვენ ველოდებით, რომ ეპიდემიის შემდეგი ტალღა ნოემბრის თვეში დაიწყება,” — განაცხადა ჩჟანმა. ასევე მან დასძინა: «მათემატიკური მოდელები ვარაუდობენ, რომ კაცობრიობა ზაფხულის პერიოდში ვერ დაამარცხებს ვირუსს, რადგან ახალ ქვეყნებში კვლავ აღინიშნება ახალი გავრცელება. ზოგადად, ეპიდემიის მეორე ტალღა გამოიწვევს ნაკლებ ზიანს, მაგრამ განუვითარებელი მედიცინის გამო, ეს აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ზოგი ქვეყნისათვის ძალიან რთული იქნება».

Loading…

12 აპრილს ჩინეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ჩჟუნ ნანშანმა შეაფასა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის ალბათობა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ არსებობს სხვა ქვეყნებიდან ინფექციის ექსპორტის და გავრცელების რისკი, ახალი ფართომასშტაბიანი დაავადების ალბათობა საკმაოდ მცირეა. მან ეს ახსნა იმით, რომ ჩინეთს აქვს ძალიან მკაცრი პრევენციული ზომები.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1,9 მილიონზე მეტი ინფექციის შემთხვევაა დაფიქსირებული, 114 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ირანის ქალაქ ბეჰბაჰანში საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

უმჯობესი იქნება თუ კიდევ ერთხელ გამოვაცხადებთ ლოქდაუნს-თენგიზ ცერცვაძე

ქალაქ ბალტიმორში კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს

დატოვე კომენტარი