განცხადებები

ჩვეულებრივი ტექსტებია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს და გამოაქვეყნოს – შალვა პაპუაშვილი ჩანაწერებზე

ჩვეულებრივი ტექსტებია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს და გამოაქვეყნოს” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სუს-ის არქივიდან ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ფაქტის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. „ასეთი ტექსტების გამოქვეყნებით უკვე ვხედავთ, რომ გვესმის კითხვები – რა არის სიმართლე? რა არის ტყუილი? ამ პროპაგანდისტული ხერხის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვიონ და დააბრალონ ვიღაცას ის, რაც დასაბრალებელი არ არის. ხანდახან რაღაც სიმართლე უნდა გაურიონ, ზოგჯერ ტყუილიც. ეს არის ჩვეულებრივად ტვინის არევის ხერხი.აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარი არ არის საჭირო, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჩვეულებრივი ტექსტები, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აკეთოს და გამოაქვეყნოს. იცით, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ეს მათი პრეროგატივაა და გვიპასუხებენ რასთან გვაქვს საქმე.- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მარია ზახაროვამ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ განცხადება გაავრცელა

LIVE: სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი

დატოვე კომენტარი