პუბლიკაციები

ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში

აფხაზეთი არის კუთხე, რომელიც ყველასგან გამოირჩევა განსაკუთრებული ფლორითა თუ ფაუნით. მიუხედავად იმისა, რომ მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც არ მიეცა საშუალება ენახა ეს ულამაზესი მხარე, თუმცა გადმოცემით მშობლებისგან ბევრი რამ მსმენია მასზე. სწორედ ამიტომ დღეს, გადავწყვიტე გესაუბროთ ჩემი თვალით დანახულ აფხაზეთზე.

აფხაზეთში მდებარეობს ბესლეთის ხიდი და დიოსკურიის ციხე, ორივე მათგანი ძალიან საინტერესო და ღირშესანიშნავი ადგილია.

ბესლეთის ხიდი XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი სოხუმთან, მდ. ბესლეთზე გადებულია ერთმალიანი თაღოვანი ხიდი. ხიდის დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა „ქრისტე მეუფეო ყოველთა….. ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი.“
ამ ხიდის ისტორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს აფხაზეთის, როგორც კუთხის მრავალფეროვნებაში და გვაჩვენებს მის შინაგან სამყაროს.

დიოსკურიის ციხეს, რაც შეეხება, ისიც სოხუმში მდებარეობს, რომელიც აგებულია რომაელების მიერ ჯერ კიდევ ძვ. წ. I საუკუნის I ნახევარში, მისი ისტორია მრავალ წელს ითვლს.

მე მჯერა, რომ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, მე და ჩემი თაობის წარმომადგებლებს მოგვეცემა შესაძლებლობა ვნახოთ აღნიშნული ღირშესანიშნაობები და უფრო დეტალურად, ემოციურად შემოგთავაზოთ შემდეგი სტატია აფხაზეთზე უკვე აფხაზეთიდან. მე მჯერა, დავიბრუნებთ აფხაზეთს, ერთად ვიმღერებთ — ჯაზს, როკს, პოპს თუ ტექნოს იქ, ასევე ვიცეკვებთ სუხიშვილების ფონზე.

“ივერთ დაჩოქება არ იქნება, ღმერთმა დაგვილოცა გზა, აფხაზეთი ჩვენი საძვალეა, ვერ მოვა, ვერ მოვა სხვა !! “ — მერი აბრამიას ამ უმაგრესი სიტყვების შემდგომ მე ასე დავასრულებ ჩემს სტატიას, რომ მჯერა ვიტყვი 4 ბილეთი სოხუმამდე.

ვანიკო გომურაშვილი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საერთაშორისო სკანდალი, თუ სააკაშვილ-თათუხაშვილის დავალებით სამხედრო გადატრიალების მცდელობა?!

ოლიგარქიულმა რეჟიმმა ერი გაამათხოვრა

თურქეთი და საქართველო: მდგრადი პარტნიორობა და სოლიდარობა ომის, გადატრიალების მცდელობის და პანდემიის დროს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი