განცხადებებისამხედრო

„ჩვენ გავცემთ საკადრის პასუხს…“ — რუსეთი აშშ-ს ემუქრება

აგრესორი ქვეყნის სამხედრო უწყება მოახდენს რეაგირებას თუკი შეერთებული შტატები დამასკოს დაარტყამს და იქ მყოფ რუს ჯარისკაცებს საფრთხე დაემუქრებათ — ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა. ამის შესახებ ინფორმციას «რუსული დიალოგი» ავრცელებს -იუწყება ონლაინ გამოცემა «Диалог.UA».

მან განაცხადა, რომ მოსკოვმა გააგზავნა სამხედრო მრჩევლები, შერიგების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები და სამხედრო პოლიციის ჯარისკაცები სირიის დედაქალაქ დამასკოსში.

გენერალმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, აშშ-ს წინააღმდეგ ისინი «მიიღებენ საპასუხო ზომებს, როგორც რაკეტებზე და ასევე იმ  მატარებლებზე, რომლებსაც გამოიყენებს აშშ.»

გერასიმოვი ასევე ირწმუნება, რომ ახლა დამასკოში მიმდინარეობს ე.წ. კონფლიქტის ნორმალიზაცია.

რუსეთში კი აცხადებენ, რომ სირიის ოპოზიცია ემზადება პროვოკაციისთვის ქიმიური იარაღის გამოყენებით ასადსა და პუტინის ჯარების წინააღმდეგ რუსეთზე დაბრალების მიზნით, რათა შემდეგში აშშ-მ განახორციელოს საპასუხო დარტყმები.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«არ ყოფნის არანაირი ფული, რა ღორია ასეთი»-ბაია პატარაია ბიძინა ივანიშვილზე

«საახალწლო განათებებს კიდებენ! სიკვდილით სავსე ქალაქში ახალი წელი არ მოდის !»

გაეროს გენერალური მდივანი მარიუპოლის საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ:

დატოვე კომენტარი