განცხადებები

«ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას, დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ»-ილია მეორე

სინოდის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განცხადება გააკეთა:

«ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისთვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას, დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ. დღეს შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ. მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არა ერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას. დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელთმთავარს დადებული აქვს ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე. დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში»-განაცხადა ილია მეორემ.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

გიორგი კვირიკაშვილი გიორგი გახარიას გადაყენებასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს-საგანგებო განცხადება

Joni Kvaracxelia

«მიშამაც შეიწყალა ეკა ბესელიას ძებნილი შვილი,როგორ დაუფასა დედამ კი დავინახეთ»-ელისო კილაძე

თბილისში ზოგიერთ რაიონებში 11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დატოვე კომენტარი