განცხადებები

ჩვენ არავის არ შევეკითხებით, პირდაპირ ვაცხადებ, კანონი უნდა აღსრულდეს, თუ არ უნდა აღსრულდეს სააკაშვილის მიმართ- ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, არავის შეეკითხებიან კანონი უნდა აღსრულდეს თუ არა. აღნიშნულით ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ არის თუ არა მზად ექსპრეზიდენტის ჩამოსვლისა და მისი დაკავების შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორების რეაქციისთვის.

«ჩვენ არავის არ შევეკითხებით, პირდაპირ ვაცხადებ, კანონი უნდა აღსრულდეს, თუ არ უნდა აღსრულდეს ამ მოძალადე ადამიანის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ვინც 20% ჩვენი ტერიტორიების დააკარგვინა, გადასცა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი რუსეთს და რუსული ჯარი შემოიყვანა საქართველოში», — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ უცხოელი მეგობრები ექსპრეზიდენტს დაჟინებით სთხოვენ, რომ თბილისში არ ჩამოვიდეს.

«რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს კოლეგებს, ჩვენს მეგობრებს ავუხსნით და მათ იციან ძალიან კარგად ვინც არის, მათ შორის, მე გეტყვით — მე ინფორმაცია მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების დაჟინებული თხოვნა, მუქარა მის მიმართ არის, რომ არ ჩამოვიდეს თბილისში, თუმცა მე კიდევ ვუბრუნდები, ეს, რა თქმა უნდა, მორიგი შოუ აქვს მოფიქრებული, რომ აქ თავის გუნდს აჩვენოს, რომ მას უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ვინაიდან, ესენი არ სთხოვენ ჩამოსვლას, მაშინ არ ჩამოვა», — ამბობს პრემიერმინისტრი.

Loading…

მსგავსი პოსტები

„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან»- ვლადიმერ ჩაჩიბაია (ვიდეო)

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი იყოს-ცისკარიშვილი

roma sajaia

«ამ ნაძირლებს ამისი საშუალებას როგორ აძლევთ…»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი