რეგიონი

ჩეხეთის რესპუბლიკის დახმარება საქართველოს

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს პრესრელიზს სადაც ნათქვამია:

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრე მიქისკა ეწვია ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, რათა გადასცეს თერმულ სკრინინგთან დაკავშირებული მოწყობილობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებს COVID-19- ის პანდემიის საპასუხოდ. დღეს 14:00 საათზე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრე მიკიშკა ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის უფროსთან იან ცერნიკთან და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის » ის მისიის ხელმძღვანელ ბატონ იან ბლინკასთან ერთად ეწვევიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, თერმული სკრინინგული მოწყობილობების გადასაცემად. გადაცემული აღჭურვილობა გამოყენებული იქნება COVID-19 სიმპტომების მქონე პირთა იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც შემდეგ გადამოწმდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.

Loading…

აღჭურვილობის შემადგენლობაში შედის არაკონტაქტური თერმომეტრები და დამცავი ქსოვილები (სახის ნიღბები, ხელთათმანები, სამედიცინო ხალათები და ა.შ.). აქტივობა დააფინანსა ჩეხეთის განვითარების სააგენტომ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის შექმნის პროექტის ფარგლებში. გარდა აღჭურვილობისა, კარიტასი ასევე მიაწვდის COVID-19– სთან დაკავშირებულ ინფორმაციულ მასალას, რათა ინტერვენცია უფრო ეფექტური გახდეს და რეგიონში მოსახლეობის ინფორმირებულობა უფრო გაიზარდოს პრევენციული ზომების მნიშვნელობის შესახებ. შეგახსენებთ რომ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადება, რომელიც მოიცავს სრულყოფილი ჰუმანიტარული დახმარრბას რომელიც მიმართულია განსაკუთრებით პარტნიორ ქვეყნებზე, ჩეხეთის ორმხრივი განვითარების თანამშრომლობისთვის ეს ქვეყნებია (ბოსნია და ჰერცეგოვინა, კამბოჯა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). გამოყოფილი თანხები მოხმარდება განსაკუთრებით საავადმყოფოების სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

კორონავირუსის ახალი შემთვევების გამო სოფელ ლაითურში გამშვები პუნტქი მოეწყო

ბათუმში ხვალ ანბანის კოშკთან კიდევ ერთი კარავი გაიხსნება სადაც კოვიდ-19 ზე უფასო ტესტირებას ჩაატარებენ

აფხაზეთში, სოხუმის სკოლების 10 მასწავლებელი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა

დატოვე კომენტარი