განცხადებებიპოლიტიკა

«ჩემი ოცნებაა სამხედრო მრეწველობის აღორძინება“-ირაკლი ღარიბაშვილი

დღესვე უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა, ჩვენ ამას შევძლებთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ოცნება, საქართველოში სამხედრო მრეწველობის აღორძინებაა.

„ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება, რომელიც ჩემმა კოლეგა ლევან იზორიამ დაიწყო და ჩვენ ამას დავასრულებთ, ასევე მეორე საზრუნავი იქნება ჩვენი ჯარისკაცების ყოფა. მთავარ ყურადღებას გავამახვილებ წესრიგზე, დისციპლინაზე, მათ კვებაზე, მათ აღჭურვილობაზე, მათ შეიარაღებაზე, ვიზრუნებთ მათი საცხოვრებელი და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, იქნება ეს ხელფასების ზრდა, იქნება ეს ღირსეული ჯანდაცვის პაკეტი, ღირსეული დაზღვევა. ჩვენ ასევე ვიზრუნებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მუდმივად მექნება კომუნიკაცია და მუდმივად განვახორციელებ მონიტორინგს, რომ ჩვენს ბაზებზე იყოს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჩვენ შევიტანთ მეტ სპორტს, ტრენინგსა და სწავლებას ჯარში. მესამე, მინდა, გამოვყო ჩემი მთავარი ოცნება. ჩემი ოცნებაა სამხედრო მრეწველობის აღორძინება“,

„ჩვენ გვაქვს უდიდესი გამოწვევა, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20 არის ოკუპირებული, ეს არის პირველი სახის, პირველი კატეგორიის გამოწვევა. ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ არის მიმართული. ჩემი სურვილი, რაც მე აღვნიშნე, სამხედრო მრეწველობის განვითარება, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მაგალითად, მოვიძიე ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად, მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და სხვა სამინისტროებიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვები, რამდენიმე ათეულს მილიონს შეიძლება ხარჯავდეს ტყვია-წამლის შეძენაში. რაც არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ჩემი შს მინისტრობის პერიოდში და მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი რაც მქონდა, ეს არის ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ და ამის კეთება უნდა დავიწყოთ დღესვე. რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

პუტინმა შეიძლება გააფართოოს მოქმედება, მათ შორის, NATO-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ-ჯოზეფ ბორელი

Joni Kvaracxelia

ჩაერთვება ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში?

roma sajaia

საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით  მიღებულ პრევენციულ ღონისძიებებზე განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი