განცხადებები

«ჩემი დიდი ამბიციაა საქართველოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ ქცევა. მე მაქვს ამბიცია და შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე»-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ «კვირის აქცენტებში»  ისაუბრა:

„ერთადერთ შემთხვევაში არის შესაძლებელი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანა და ეს არის არნახული, ისეთ გაყალბება, რომელიც არ დასიზმრებია საქართველოს,

დღეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება, არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა იყოს თანამდებობაზე,

ჩემი დიდი ამბიციაა საქართველოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ ქცევა. მე მაქვს ამბიცია და შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე. მე მინდა, რომ ეს იყოს ზონა, სადაც იქნება ინგლისური სამართალი, სადაც იქნება დღგ ნოლი. მე მინდა ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი,

„ეკა გიგაური თუ დაასახელებს პროკურორს ესეთი პროკურორი უნდა იყოს პროკურორი. თამარ კორძაია და სამნიძე იქნებიან ბრწყინვალე მინისტრები. ევროპულ საქართველოში არიან წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანები. თვითონ დავით ბაქრაძე არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ლიდერი დამოუკიდებლობის შემდეგ. ძალიან მაგარი ლიდერია. დათო ბაქრაძის არგამოყენება ქვეყნისთვის იქნება დანაშაული,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფატქები.ჯი

მსგავსი პოსტები

ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!-ნინო სუხიშვილი

ვთხოვ ყველა ელჩს ჰქონდეს სწორი და დროული რეაქცია-ნიკა მელია

გათვლა გვაქვს ხარისხიან ტურისტებზე — ნათია თურნავა

დატოვე კომენტარი