განცხადებები

«ჩემი გაჩუმება მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა…ახლა ბიძინა ივანიშვილმა  მოინდომა»

«ოცნებიდან» გასული დეპუტატი ეკა ბესელია, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა:

«ჩემი გაჩუმება მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა, მაშინ როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს სკოლის მოსწავლე შვილი მეჯდა და მეორე მხარეს ძმა. ეს იყო სწორედ იმისთვის, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა  მოინდომა ჩემი გაჩუმება ხათრის გამო. უკაცრავად, როდესაც საქმე ამ ქვეყნის მომავალს, იდეალებს და სამართლიანობას ეხება, მე შვილზე და ძმაზე ძვირფასი არავინ არ მყავს ქვეყანაზე და მათ გამო ვერ გავჩუმდი, ვერავის გამო ვერ გავჩუმდები. გაბრაზებულია და დღეს სხვაგვარად ჰყვება იმას, რაც რეალობაში სხვაგვარად იყო. აქ ჩვენ ერთმანეთთან სასაუბრო ფუნდამენტი დავკარგეთ. ჩვენ დავრჩით იქ სადაც ვიყავით და მან ნამდვილად შეიცვალა ხედვა“ — განაცხადა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბიძინას შე@#ცი, ეგ კაცი უნდა მოი@#ნას» (ვიდეო)

«რუსეთში დევს სოხუმის და ცხინვალის დაბრუნების გასაღები»-ირმა ინაშვილი (ვიდეო)

«გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვღებულობთ მონაწილეობას 2020 არჩევნებში»-შოთა დიღმელაშვილი

დატოვე კომენტარი