განცხადებები

შსს-ს სპეციალური განცხადება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

«საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა სრულიად ახალი სამართლებრივი რეალობა — პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარებისთვის არამხოლოდ სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სანქციაც მიიჩნია არაკონსტიტუციურად. ამასთან, სასამართლომ დაუშვა მისი მოხმარების აკრძალვა საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სკოლების სიახლოვეს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდვა მიზნად ისახავს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. ამ მიზნით, კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანის მოხმარება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის,»-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ეს მხოლოდ დასაწყისია,კიდევ ბევრი სიბინძურე ამოტივტივდება ! თქვენი იაფფასიანი დედები…ჯეკ !!»-ელისო კილაძე

«რა ბედნიერებაა…»-რაზე წერს სალომე სამადაშვილი

roma sajaia

პირველი პაციენტი, რომელმაც საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა-მარინა ეზუგბაიას განცხადება (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი