სხვადასხვა

შსს-მ გამოძიება დაიწყო ჭყონდიდის რეზიდენციაში მომხდარ ფაქტზე

ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე (გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანება) მუხლით. 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. ამ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა — პროტესტის ნიშნად კი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდამჭერების ნაწილი აივანზე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იდგნენ ჟურნალისტებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები.

ფოტო: თამარ ზანთარაიას

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ვაკესა და ჩუღურეთს დროებით შეუწყდებათ ელენერგიით მომარაგება

ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას 12:00 საათზე გააკეთებს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

თბილისში გაგარინის ქუჩაზე ხანძარი იყო- ნაპოვნია 52 წლის ქალის ცხედარი

დატოვე კომენტარი