განცხადებები

შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კინოთეატრ «ამირანთან» მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
«თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრი «ამირანის» მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა.
რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილებზე რჩებიან.
პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები.»-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

„ეს არის ცინიკური დაცინვა საქართველოსი რუსეთის მხრიდან»-სერგი კაპანაძე

«მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას ივანიშვილს…»-მეუფე სპირიდონი

roma sajaia

«მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას…»-გიორგი ვაშაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი