განცხადებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო  2019 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით დაკავებულ იქნა კონტრაქციის 28 მონაწილე.

«როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 14 ივნისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა კონტრაქციის 28 მონაწილე.
ზემოაღნიშნულის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.
ასევე, დაწყებულია გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
რაც შეეხება მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციას, პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.»-აღნიშნულია შინაგა საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

საარჩევნო სიაში იქნება კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი-დუმბაძე

როგორ ვიპოვოთ «მთავარი არხი» შენს ტელევიზორში?-მიყევით ინსტრუქციას

«ნაცმოძრაობა რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან…»-ვაშაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი