პოლიტიკა

შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დამთავრდა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ოპოზიციის და ხელისფულების მრავალსაათიანი შეხვედრა რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. შერატონ მეტეხი პალასში შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა კომენტარები გააკეთეს: მოლაპარაკებების შემდეგი თემა უკვე იქნება არსებული კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში მაჟორიტარული ნაწილის განხილვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ამ ნაწილთან დაკავშირებით, რათა მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი. მოვემზადებით და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მოვიტანთ არგუმენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებების თემა იცვლება და მომდევნო რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც ისედაც გვქონდა მუშაობა დაწყებული ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში. მივესალმებით, რომ ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება პროცესი და რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე გაჟღერდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემაა. შეგახსენებთ რომ შემდეგი შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგჯერ გაიმართება ერთ კვირაში.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

შვეიცარიამ ლუკაშენკოს ანგარიშები დააყადაღა

«თქვენს მიერ მოკლული ადამიანის შვილმა მთხოვა, მეკითხა რატომ მოკალით დედამისი»-სამადაშვილი გახარიას (ვიდეო)

«მე პარტია დავტოვე…მადლობა»-უგულავამ «ევროპული საქართველო» დატოვა

roma sajaia

დატოვე კომენტარი