covid-19განცხადებები

შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს, ვისაც „ბუსტერ» დოზა ექნება გაკეთებული-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი, არამედ ბუსტერიზირებული ადამიანი, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით 1000 ადამიანი არის მეოთხე დოზით აცრილი. გამყრელიძის განმარტებით კი ესენი ისე ადამიანები არიან ვინც აცრილები იყვნენ «სინოფარმითა“ და «სინოვაკით“ და მიემგზავრებიან ისეთ ქვეყნებში, რომლებიც მხოლოდ FDA-ს მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს ითხოვენ.
«ჩვენი წინადადებაა და ამას განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი, არამედ ბუსტერიზირებული ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწრაფად ვერ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას.დაახლოებით, 1000 ადამიანია მეოთხე დოზით აცრილი. ესენი არიან ძირითადად ის მოქალაქეები, ვინც აცრილები იყვნენ «სინოფარმითა» და «სინოვაკით» და მიემგზავრებიან ისეთ ქვეყნებში, რომელიც ამ ეტაპამდე ჯერ არ ცნობს გარკვეულ ვაქცინებს და ითხოვს FDA-ს მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა, ისევე როგორც მესამე „ბუსტერი» შემოვიღეთ, საჭირო გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო,» — განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭო აპირებს ბუსტერ დოზის ინტერვალის შემცირებაზე იმსჯელოს.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილის ვაჟი – ბერა დავლოცეთ…ბიძინა დამწვარია საქართველოსთვის და მთელმა ქვეყანამ უნდა დავუფასოთ!»-ჯემალ ჭკუასელი

როგორ შეძლებენ მძღოლები ვიდეოჯარიმების გადახდას?

სააკაშვილზე ზრუნავენ კვალიფიციური ექიმები-რატი ბრეგაძე

დატოვე კომენტარი