მსოფლიოში

შესაძლოა დაიხუროს «Яндекс.Новости»

«Яндекс» განიხილავს სერვისის მუშაობის სხვადასხვა ვარიანტებს იმ შემთხვევისთვის თუკი «Яндекс.Новости» დაიხურება.

ამის შესახებ ინფორმაციას «Коммерсантъ»-ი ავრცელებს იმ წყაროებზე დაყრდნობით, რომელიც გარკვეულია ამ სიტუაციაში.

კომპანიის პრეს-სამსახურში კი უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე.

პირველად მმართველი პარტიიდან, ფრაქცია «ედინაია როსიას» თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი ისაევმა განაცხადა, რომ დეპუტატებმა გადაწყვიტეს მხარი დაუჭირონ კანონპროექტს ძირითად ინტერნეტ-კომპანიებში უცხოური კაპიტალის შეზღუდვებზე. ასეთ კომპანიებს მიეკუთვნება «Яндекс.Новости», რომლის სათაო ოფისი ნიდერლანდებშია.

შეგახსენებთ, რომ «ედინოროსების» მიერ ინიცირებული კანონპროექტი, წარდგენილ იქნა 26 ივლისს, საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის წევრის, ანტონ გორელკინის მიერ, რომელიც ითვალისწინებს, რომ კომპანიების მფლობელობა შეეზღუდოს უცხოელებს. დასაშვებად კი მხოლოდ 20%-ია შესაძლებელი. კანონის დამრღვევ კომპანიებს კი აეკრძალებათ რეკლამის განთავსება.

გორელკინმა განაცხადა, რომ ცვლილებები შეეხება «Яндекс» და Mail.Ru Group.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

საპროტესტო აქციები ბეირუთში არეულობაში გადაიზარდა

აზერბაიჯანში კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი 31 აგვისტომდე ხანგრძილვდება

ლავროვი უკმაყოფილოა ევროკავშირის პოზიციების სიმკაცრით

დატოვე კომენტარი