covid-19

შესაძლოა, ავტობუსების მძღოლები და პოლიციელები Covid 19-ზე აღარ გატესტონ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირების პროტოკოლი შეიცვალოს.

«ძალიან დიდი ტვირთი გადადის ჩემს კოლეგებზე და სამედიცინო პესრონალზე. ჩვენ ვტესტავდით კოვიდ-კლინიკების თანამშრომლებს, რეანიმანაციების თანამშრომლებს, უფრო უპრიანია, ეს სფერო კიდევ უფრო გაფართოვდეს, ამაზე ვმუშაობთ და ამაზე ალბათ ცვლილებები შევა დადგენილებაში»

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,ძალიან ბევრ პოლიციელს და სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლს ტესტავენ.

«იქ გვაქვს თითქმის ნულოვანი ინფიცირება. ამიტომ, შესაძლებელია, ამ ეტაპზე გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ და შესაბამისად, განახლდეს უფრო მაღალი რისკით» -განაცხადა ამირან გამყრელიძემ

Loading…

მსგავსი პოსტები

ესპანეთი საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს

ორ მეხანძრეს კორონავირუსი დაუდგინდა

საგანგაშო ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში

დატოვე კომენტარი