სოცქსელი

«შენ შეიძლება დროებით ისარგებლო…»- «მწვანე სკოლის» დირექტორი კახა დავითური

«მწვანე სკოლის» დირექტორი კახა დავითური, რომლის სკოლის მოსწავლეც იყო 15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძე იყო,   სოციალურ ქსელში წერს:

«შენ შეიძლება დროებით ისარგებლო:

ჩვენთვის არასასურველი გეოპოლიტიკური განლაგებით;
ქართველი ხალხის ბუნებრივი ინფანტილიზმით და კონფორმიზმისკენ მიდრეკილებით;
მშიერი და დამოკიდებული ადამიანების გულგრილობითა და უიდეობით;
ნებსითი, უნებლიე და სასარგებლო იდიოტების მომსახურებით;
ჯერ კიდევ შეუმდგარი საზოგადოების დაბალი თვითორგანიზების უნარით;
სხვაზე ვერაგი, ბოროტი და ეთიკური საზღვრების არმქონე რომ ხარ, იმით,

მაგრამ

დროს რომ ჩამორჩი;
შენსავით რეგრესული და ხარბი ყეყეჩები რომ გახვევიან გარს;
სიცოცხლე რომ გაქვს გამწარებული გადაულახავი შიშების გამო;
რომ არ იცი რა ძალა აქვს ახალი ცოდნით მოტანილ თავისუფლებასა და პროგრესს;
ამ პროგრესით დამუხტულ გოგო-ბიჭებს;
მათი მომავლის მოიმედე მშობლებს
და შენი ფულის სიგრძე-სიგანე რომ სათვალავშიც არაა ჩასაგდები ჩემი ქვეყნის დროში განფენილ ძალასა და მშვენიერებასთან,

ამას ვერსად წაუხვალ.

ხოდა რომ იცოდე, რამდენიმე ყველაზე ცუდი რამ გელის ერთ მშვენიერ დღეს და ერთიმეორეზე მიყოლებით:

დამარცხება;
ისევ დამარცხება;
კიდევ დამარცხება და მერე
დავიწყება — ცუდი სიზმარივით.»

Loading…

მსგავსი პოსტები

«კედელთან მიმწყვდელი მდიდარი შიზოიდი უკიდურესად შეშინებულია და ძალიან სახიფათო ფაზაში შეჰყავს ქვეყანა»-ნიკა გვარამია

«მირზას შვილი წერს თავის დეიდაშვილს მ.კ-ს და ეუბნება სასტავია დასალეწი…»-ზაზა სარალიძე

«ნორამალური კაცების 3/4 მართლა ორჯერ (და ზოგი მეტჯერაა) დაქორწინებული»-ნიკა გვარამია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი