განცხადებები

«შენ არასოდეს გიბრძოლია არც ქვეყნისთვის და არც ლუკმა პურისთვის…შენ მხოლოდ მამაშენის რეპუტაციისთვის იბრძვი»-დავით ნემსაძე ბერას მიმართავს

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნემსაძე  ბერა ივანიშვილს მიმართავს:

«ღია წერილი ბერა ივანიშვილს.

ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს – ,,მამაჩემი ქართველ ხალხს დაჰპირდა, რომ ერთ მუშტად შეკრავდა და ეს პირობა შეასრულა და ყველა ქართველი ამით უნდა ამაყობდეს”.

ორსული დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად უსახლ-კარობის გამო ამორტიხებულ შენობაში ჩაიწვა, სამი წლის ბავშვი კი მთლიანი პურის ჭამაზე ოცნებობს – რა არის აქ საამაყო?

ყოველგვარი დამცირების და აკრძალული ილეთის გარეშე, თქვენ უკვე პატარა ბიჭი აღარ ხართ.

არც ცხოვრება ნანახი ვინმე ბრძანდებით ამაოების ავ-კარგის რამე გაგეგებოდეთ.

ერთადერთი მატერიალური ძალა რაც გაგაჩნიათ ესაა ფული.

რომლითაც ყველაფრის ყიდვა მაინც არ ხდება.

მუსიკებს უნიჭოდ წერთ, სიმღერით უფრო უნიჭოდ მღერით. 2012 წელს თქვენს ,,შემოქმედებას” ხალხი მამაშენის ხათრით უსმენდა ცვლილებების იმედი ჰქონდა – გადარჩენის.

პრობლემებში ჩაძირული პუბლიკა რომელიც ხსნას იძულებაში ხედავს, ისე გისმენდა როგორც სვარკის აპარატს შეუიარაღებელი თვალით მიშტერებული ბრბო.

არცერთი გაზეთი ამ წერილს არ დაბეჭდავს მაგრამ მინდა იცოდეთ რომ არამატერიალური ძალა თავისუფალ სიტყვაშია ეს ის რაღაცაა რაც თქვენი ფულით არ იყიდება.

შეიძლება იყიდო სხეული, მსმენელი,სახლი, მეგობრები, გარემოცვა მაგრამ ხალხის სიყვარულს ვერ იყიდით.

მამას თუ შვილი იცავს ეს დასაძრახი არაა. მაგრამ თქვენ დაკარგეთ ზღვარი.

მითები თქვენი გულწრფელობის შესახებ საფანტივით გაიბნა და გაუფერულდა.

თქვენ თავს უფლება მიეცით შეხებოდი ინსტიტუციებს.

პოლიციის მიერ ე.წ. რეპერების საქმეზე დაკავებულ პირებს ასე გამოეხმაურეთ.

“თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება“

კანონმა თქვენი facebook პოსტის მხარეს მოინდომა ყოფნა.

ხედავთ ივანიშვილის შვილობა კანონზე მაღლა დგას.
სამართლიანი სახელმწიფოსთვის ასეთი ფორმები მიუღებელია.

თქვენი უნიჭო სიმღერით მხარს უჭერდით მამათქვენის ინიციატივას მარიხუანის ლეგალიზაციაზე.

მოგვიანებით კი ერს მამათქვენის არსებობა დაგვამადლეთ რომ ,,რუსეთის მონები არ ვართ”

თქვენ იდექით ტრანსგენდერ ანასტასია პირველთან, ბასიანის ბარიგებთან, პოლიციის მაგინებლ რეპერებთან მაგრამ არ გაგხსენებიათ ქუჩაში გიტარით ხელში მომღერალი ბიჭი სამირ სავჩუკი რომელიც ცივ ლოგინში ცხოვრების ამაოებამ მოკლა.

მდიდრებს ქუჩაზე და ნიჭზე ალერგია გაქვთ მეტადრე ხალხის სიყვარულზე.

შენ რა იცი რას ნიშნავს პატიოსანი შრომა, უპატრონობა, თავის გატანა, მიზნის მიღწევა უსამართლოდ დაჩაგვრა, დაუფასებლობა, სამსახურიდან სხვისი სიცოცხლის გადარჩენის გამო გამოშვება, შენ არასოდეს არ გაივლი გზას სამსახურიდან სახლამდე ხოლო მეუღლეს და მცირეწლოვან შვილს არ ეტყვი რომ სიმართლეს მათი ლუკმა პური შესწირე.

შენ არასოდეს გიბრძოლია არც ქვეყნისთვის და არც ლუკმა პურისთვის, რადგან მამაშენმა ბევრი გაყიდული მეომარი იყიდა და ჰგონია ასეთი ,,არმიით” ომს მოიგებს.

შენ მხოლოდ მამაშენის რეპუტაციისთვის იბრძვი.

შუშის სასახლის უფლისწულო
შენ არ იცი ამ გაუბედურებულ, ქვეყანაში ვის როგორ უღამდება ან როგორ უთენდება.

შენ არ გინახია შიმშილისგან აწრიალებული ბავშვები. ბაზარში ურიკაზე მომუშავე ხელებ დაკოჟრილი თანატოლები.

თქვენი ბრალი არაა რომ ასეთი მემკვიდრეობა გერგოთ თქვენი დანაშაული მხოლოდ სითავხედეა, კანონზე მაღლა გინდათ დგომა ეს სწორი არ არის.

შენს თანატოლებს როდესაც თვალები მოთხარეს დუმდი მხოლოდ ორი დღის შემდეგ გაგახსენდა რომ თურმე ,,თავისუფალი თაობის შვილი ხარ” და პროტესტს უერთდები.

თქვენს სიტყვებს ვციტირებ.

“მინდა შევუერთდე სამართლიან პროტესტს, რომელიც ერთი სამარცხვინო, გზააბნეული პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო”

– მამათქვენმა შექმნა ეს სამარცხვინო პოლიტიკა,

მოატყუა ჩემი ერი: იყიდა პოლიტ პარტიები, ჟურნალისტები, მიცვალებულთა პატრონები, სტუდენტები, პოლიციელები, პოლიტ პატიმრები, სამხედროები.

დაიწყო გარიგებები და ადამიანთა სულით თამაში, შექმნა კოაბიტაცია ერს სასურველ კომბინაციაზე აიძულა თამაში.

უსახური და უწიგნური ,,ვიგოდნიკი” ტიპები ცოლებით,ძმებით, ბიძაშვილებით, ეტენებიან საცოდავი ერის ბიუჯეტს – მამაშენის ბიზნესი ასეთ სტრუქტურულ იერარქიაზე დგაას როგორიც სახელმწიფოში მოაწყვეთ?

მამაშენმა წაგვართვა პრეზიდენტის არჩევის უფლება,
ხან პლასტელინა შეტენა ერს ხან დედოფალი ,,ლობიო”

ერში მადლი დაკარგეთ ხალხს ეჯავრებით.

საკმარისია ერთი დღე გეცხოვრა ხალხის ტანჯული ყოფით დაინახავდი თქნები ოჯახის ურჩხულ ბუნებას.

ხმა არ ამოგიღია როცა შენი თაობის კაცი პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელმა ჩოლოიანმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა ის ბიჭი შავ მიწაში წევს, ჩოლოიანი კი თავდებით სახლში თბება – ესაა შენი და შენი მამიკოს შექმნილი სამართალი.

მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილი მამას სახლში მოუკალით თითქოს ნახევრად ბრმა ახალგაზრდის დაჭერა გარეთ არ შეიძლებოდა მერე მიცვალებულს ხელში ხელყუმბარა ჩაუდეთ და ათასი სისულელე მოყევით ამ გაუგონარი მკვლელობის გასაპრავებლად.

ჩადენილი სისასტიკე არ იკმარეთ და ,,TV იმედის” ნაყიდი ტელევიზიით პტოპაგანდისტული ომი დაუწყეთ მიცვალებულს.

შვილ მკვდარ კაცს ადვოკატად ნაცების შექმნილი და გაქოცებული აგენტი მარიამ კუბლაშვილი ჩაუსვით. და ბოლოს პროკურატურის დასკვნით გაითეთრეთ თავი რომ ეს მკვლელობა თურმე აუცილებელიც კი ყოფილა.

მამაშენს მისი უმაქნისი ძმა რომ მოტაცეს და 50 მილიონს სთხოვდნენ 100 მილიონი დააწესა იმათ თავებზე ვინც ძმის გამტაცებლებს გააქრობდა.

რას იზამდა მაშინ ვინმე მის შუშის კოლბაში რომ შევარდნოდა და ლოგინში თავში გასროლით მოეკალი?

მომწონს თუ არ მომწონს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფაქტი ერთია თქვენს საქციელს არც ღმერთი არ ამართლებს და არც კაცი.

შენ ერთი თავხედი და ,,რაზბალოვანი” ნაძირალა ხარ, რომელმაც სამშობლოს მიმართ მოვალეობები უარყო.

ისე გაცდი ჯარში სამსახურის ასაკს რომ იქ წასვლის სურვილიც არ გამოგითქვამს თუ შენ ავათ იყავი არც შენი ჯამრთელი დედმამიშვილები გვინახავს იქ.

სიტყვა ტერორიზმი ბერძნული წარმოშობისაა და შიშს ნიშნავს როცა ბარიგის დაჭერ პოლიციელს ყურს უწევ როცა იზორიას კრიმინალი ძმის დამჭერს სამართალდამცავს სამსახურიდან აგდებ როცა ძალოვან ინსტიტუციებში შიშს ნერგავ პირდაპირი გაგებით ტერორისტი ხარ.

მამაშენი ნამდვილად მოახერხებს ქართველი ერის ერთ მუშტად შეკვრას, ოღონდ მის წინააღმდეგ და როცა ეს მოხდება მართლაც ვიამაყებთ რადგან მდიდრების სამართალს სოციალური რევოლუცია საბოლოოდ მოუღებს ბოლოს.

სააკაშვილი გერქმევა თუ ივანიშვილი რა მნიშვნელობა აქვს, როცა შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება.»-წერს სოციალურ ქსელში დავით ნემსაძე

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი ტერიტორიებით — ზელენსკი

Joni Kvaracxelia

20 ივნისის სისხლიანი დარბევა-საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება: ქართულ მხარეს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი