covid-19

შემუშავებულია აპლიკაცია, რომელიც QR კოდით კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველით მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს. მისი თქმით, პერსონალური მონაცემები აბსოლუტურად დაცული იქნება.

«სამინისტროს გუნდის მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია კოვიდსტატუსის დადგენის მიზნით, ე.წ. COVID Pass-ის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას. იცით, რომ ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენთან, ე.წ. მწვანე ზონებზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი.

ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ახდენს დადასტურებას, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას. აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ასევე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში, ასევე აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციის სრული ან ორი დოზით, იმ შემთხვევაში, თუ აცრილია ადამიანი და ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ აქვს კოვიდი გადატანილი ესეც იქნება დაფიქსირებული აღნიშნულ აპლიკაციაში», — განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო აპლიკაციის მოხმარების შესახებ ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

უკრაინამ აკრძალა რუსული ვაქცინების მიღება

Joni Kvaracxelia

კალიფორნიაში შეზღუდვები კვლავ დაწესდა

საფრანგეთში პირველი სექტემბრიდან სამსახურებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

დატოვე კომენტარი