განცხადებები

«შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს»-საპატრიარქო

«შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას.

პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას.»-აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენ და აზერბაიჯანი ვართ მეგობარი ქვეყნები. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები»-მამუკა ბახტაძე დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბრობს

«ნუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან…პური და კუჭის წამალი მაინც დავტოვოთ. კუჭის წამალი გრიპს ვერ შველის»-გიორგი კეკელიძე

„მკვლელი ვინ არის – ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს უთხრა»

დატოვე კომენტარი