პუბლიკაციები

შეიძლება თუ არა არჩევნებით ოლიგარქის დამარცხება?

ეპიზოდი პირველი.
თბილისის მერის არჩევნები, მეორე ტურის წინ აპატიმრებენ ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს უგულავას. ნაცმოძრაობა-ლიდერი ბოკერია პროტესტის ნიშნად დემოკრატიული მეთოდით არ უცხადებს ბოიკოტს მეორე ტურს. «გაატარეს» დაპატიმრება. იგებს ნარმანია 75% რეიტინგით. ბოიკოტი რომ ყოფილიყო ნარმანია იქნებოდა «კოჭლი იხვი» 47% -ით და ეს მკვეთრად გაზრდიდა ოპოზიცის რეიტინგს სამომავლოდ.
არჩევნები შედგა.
ეპიზოდი მეორე,
წინა პარლამენტის ოცნების კოალიციას გამოუჩნდა დაშლის ნიშნები, რესპები ჯერ კიდევ 2014 წელს აპირებენ კოალიციიდან გასვლასო ბერძენიშვილმა აღიარა, მაგრამ არ გადიან. ანუ ოლიგრქმა «დაიყოლია». ამავე დროს პარლამენტში ნაცებს, ლიდერი ბოკერია, რესპებს-უსუფაშვილი, თავისუფალ დემოკრატებს-ალასანია და ფორუმს-სანიკიძე აქვთ საკმარისი ხმები რომ შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა. დანიშნონ კოალიციური მთავრობა, რომელიც ჩაატარებდა არჩევნებს და დღეს უკვე არ გვეყოლებოდა ოლიგარქი, გვექნებოდა მრავალპარტიული პარლამენტი კოალიციური მთავრობებით.
ოლიგარქმა თავი მაინც დაიზღვია და წინსწრებით, ერთი წლით ადრე დანიშნა ახალი მთავრობა — კვირიკაშვილი, რომელსაც 6 თვე ვერ გადააყენებდნენ ერთობა რომ შედგარიყო, ამის მერე ოლიგარქმა მშვიდად გაისტუმრა უსუფაშვილი «თამაშ გარეთ», ალასანია «პენსიაზე», ბოკერია ნაცების ხმებით «დასვა» პარლამენტში, თავად კი მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა, არჩევნები შედგა.
ეპიზოდი მესამე.
საპრეზიდენტო არჩევნები, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს პირველივე ტურში მხარს არ უჭერს ბოკერიას პარტია, ჰყავთ თავისი კანდიდატი, უსუფაშვილი თავად არის კანდიდატი და ალასანიას პარტია მას უჭერს მხარს. პირველივე ტურში რომ ყოფილიყო ბოკერია უსუფაშვილის და ალასანიას პარტიების მხარდაჭერა ვაშაძე მოიგებდა. მეორე ტურში მხარდაჭერას აზრი აღარ ჰქონდა. წააგო. არჩევნები შედგა.
ეპიზოდი მეოთხე.
ზუგდიდის მერის არჩევნებზე.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვსს მხარს უჭერს 12 ოპოზიციური პარტია, ბოკერია შავგულიძის მხარდაჭერის სანაცვლოდ არ უშლის სანდრას ხელს ზუგდიდში, სანდრას საწინააღმდეგოდ ოცნება ამატებს კანდიდატებს, თავისთავად ჩვეულად ატარებს სპეცოპერაციას, მაგრამ წინა ეპიზოდებიდან დასუსტებული, ძალაგამოცლილი ოპოზიცია არჩევნებს აგებს. პირადად სანდრას მიღწევაა მიღებული ხმები და იმ ადამიანების ვისაც გულწრფელად უნდოდათ სანდრას გამარჯვება.
ეს შუალედური არჩევნები კი იყო მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის და უკვე გამოიკვეთა იგივე ლიდერების ალიანსი ბოკერია — უსუფაშვილი — ალასანია, სწორედ ის სუბიექტები რომლებმაც წინა ეპიზოდებში მშვიდად «წააგეს» ყველა არჩევნები და დღეს ამტკიცებენ რომ ოლიგარქის არჩევნებით დამარცხება შესაძლებელიაო.
ნუ რა ვთქვა? თეორიულად მართლა შეიძლება, ოღონდ თუ რეალურად იქნება ოპოზიციის ერთიანობა და სურვილი, ამ ეპიზოდების მერე კი ერთიანობაზე საუბარი მინიმუმ არის მიამიტობა და სიბრიყვე.
ამ ყველაფერზე მაშინ ვწერდი, ვამბობდი, ვკამათობდი, პირადი საუბრებიც მქონია, მაგრამ მწარედ გამიცრუვდა იმედი, მივხვდი რომ ოპოზიციის ლიდერების მიერ მიზანიმიმართულად მიმდინარეობდა ოლიგარქის ძალაუფლების «დემოკრატიული გაფორმება» იგივე «გაპრავება» და არ არის რეალური პოლიტიკური ბრძოლა. ნუ ვინ ვისთან რაზე გარიგდა ან არ გარიგდა როგორც იტყვიან «სანთელი არ მჭერია» და ვერაფერს ვიტყვი, ოღონდ ეს ყოველივე ფაქტებია და დასკვნებიც ამ ფაქტებიდან გამომაქვს.
შენ რა გითხარი მიშა, იქნება აწი მაინც დაიყენო გვერდით იდეის ერთგული ადამიანები. ასეთები უხერხულები და ხშირად ნერვებისმომშლელებიც კი არიან, მაგრამ არ იყიდებიან ფოჩიან კამფეტებზე. დემოკრატიული მეთოდები კი ოლიგარქიის ერთადერთი დამამარცხებელი «იარაღია».

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«თელავში, ერეკლეს სასახლეში პრეზიდენტის ინაგურაცია სწორედ მოსკოვის ვასალობისკენ გადადგმული სიმბოლური ნაბიჯია»

პროკურატურის ერთ-ერთი ლაფსუსი შალვა თათუხაშვილის მკვლელობის საქმეში

Joni Kvaracxelia

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩვენი უპირობო არჩევანი დიპლომატიაა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი