განცხადებები

შეიძლება ევროკავშირთან გავწყვიტოთ ურთიერთობები-სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობებს გაწყვეტს.
ლავროვის თქმით, მოსკოვი იძულებული იქნება ეს გადაწყვეტილება მიიღოს, თუ ბრიუსელი რუსეთის ეკონომიკის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორების მიმართ სანქციებს დააწესებს. „ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სანქციები წესდება იმ სფეროების მიმართ, რომლებიც მთლიანად ეკონომიკის სტაბილურობას ემუქრება, ჩვენ ისე უნდა ვიქცეოდეთ, რომ ამისთვის მზად ვიყოთ“ — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ილია მეორე ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

roma sajaia

ქუჩაში გინება 1000 ლარით დაჯარიმდება

Joni Kvaracxelia

ეპიდსიტუაცია უარესდება — ამირან გამყრელიძე

დატოვე კომენტარი