განცხადებები

«შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა»-ელენე ხოშტარია

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია საქართველოშ მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა:

«როგორც იცით, მე ევროპული საქართველო დავტოვე, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე. არ მიმაჩნია კეთილსინდისიერად, ვისარგებლო იმით, რაც მე არ მეკუთვნის
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია:
ვფიქრობ, რომ არსებული კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა, არის ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა.
შესაბამისად, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, კიდევ ბევრია სამუშაო კრიზისის გადასალახად. პირველ რიგში პოლიტ პატიმრების გამოშვება და პოლიტიკური დევნის სამარცხვინო პრაქტიკის დასრულება.
როგორც ბოლო თვეების გამოცდილებამ გვანახა, კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ოპოზიციის ერთიანობა და საერთაშორისო ჩართულობა.»

Loading…

მსგავსი პოსტები

«საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი»-სტოლტენბერგი

«დღეს 11 თვეა ვაპროტესტებ ხელუსუფლების სიბინძურეს ამ ადგილას პარლამენტის წინ, სადაც მე ჯოჯოხეთი გამოვიარე»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მობრუნებას ყველანაირად ხელს შევუშლი-ნინო ბურჯანაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი