განცხადებები

შედის თუ არა «ლეიბორისტული პარტია» პარლამენტში?-გუგავას განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ პარლამენტის შესვლა არ შესვლაზე პარტიის გადაწყვეტილება გაახმაურა.

«ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ არ შევდივართ პარლამენტში. არ შეიძლება, არალეგიტიმური წესით, დანაშაულებრივი, გაყალბების წესით არჩეულ პარლამენტში შეხვიდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კვლავ ბოიკოტირება უნდა გაგრძელდეს. ეს არის მთავარი იარაღი და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ახალ არჩევნებს. ქვეყანაში კარდინალური გარდატეხა თუ არ მოხდა, ოლიგარქიული ურდო თუ არ იქნა ჩამოშორებული მმართველობას, ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ვერ ერთი პრობლემა ვერ მოგვარდება, განსაკუთრებით, როგორიც არის ეკონომიური პრობლემები, სოციალური პრობლემები, მართლმსაჯულების პრობლემები. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, შეიცვალოს ხელისუფლება. ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა-არშესვლით არანაირი საკითხი არ გადაწყდება. ჩვენ ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ პრინციპულები, როცა ვიქნებით პრინციპულები, მაშინ გამოგვყვება ხალხი, როცა ვიქნებით ჩვენი სიტყვის პატრონები, მაშინ გამოგვყვება ხალხი. „ლეიბორისტული პარტია“ არალეგიტიმურ პარლამენტში არ შევა»- განაცხადა გუგავამ.​

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება, მეტი ობიექტური დამკვირვებელი იყოს ამ არჩევნებზე, რადგან ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ»-პაპუაშვილი

roma sajaia

«აკრძალვა — ეს ადამიანის ყველაზე დიდი თავისუფლებაა «-რუსი დეპუტატი

«ივანიშვილის სამთავრობო ცვლილებები ჰგავს სასაფლაოდან სასაფლაოზე მიცვალებულთა გადასვენებას»-შალვა ნათელაშვილი

დატოვე კომენტარი