სოცქსელი

«შამბას ახალი ინსტრუქციები აქვს მიღებული, რომ კვლავაც გაგვაბრუოს ილუზორული მოლოდინებით» — მალხაზ პატარაია

«,,მეზობელი ერები ვართ, კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებაზე ვილაპარაკოთო“,-ასე განუცხადებია სოხუმში დაბუდებული რუსული აგენტურის ვეტერანს სერგეი შამბას რადიო ,,ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ეს მასალა ,,ნეტგაზეტმა“ გადმობეჭდა სათაურით: ,,შამბა: საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა, ქართველებს მტრად არ მივიჩნევ“. რა თქმა უნდა, რედაქცია რასაც უნდა იმ სათაურს მისცემს ინტერვიუს. ეს მისი საქმეა, მაგრამ სათაური ნამდვილად არ ასახავს შინაარსს და ვერც რესპოდენტის მახასიათებლად გამოდგება. როგორ უცებ ვიცით დავიწყება, რომ საქმე გვაქვს ყველაზე გაქნილ, ურცხვ და უსინდისო, დაბადებით და ოჯახით რუს რეზიდენტთან და მისი ასეთივე ძმასთან ტარასთან — მოსკოვში მოკალათებულ სეპარატისტების ყველაზე ქართველთმოძულე იდეოლოგთან, რომელიც მათთან აფხაზეთის არაოფიციალურ სამუდამო პრეზიდენტის ტიტულს ატარებს. როგორ ვიცით ხოლმე საზოგადო საქმის მიმართ უცებ ჩვენებური გულჩვილობისა და გულუბრყვილობის გამოვლენა?

შამბას ახალი ინსტრუქციები აქვს მიღებული, რომ კვლავაც გაგვაბრუოს ილუზორული მოლოდინებით, რაც არაერთხელ ყოფილა ამ 25 წლის განმავლობაში. თანაც რუსეთის სურვილები შემოგვაპაროს. მაგალითად, რკინიგზის გახსნა. რად უნდა დიალოგი გალში ქართული სკოლების, ეკლესიებში ქართულად წირვა-ლოცვის აღდგენას?
შამბა ,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის პირდაპირი და უახლოესი კანდიდატია და იმუნიტეტსაც იქმნის. მისი ჭიკჭიკი კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა, რომ ამ სიის მიღებით სწორი გზით მოვდივართ და კიდევ ვნახავთ ასეთ შემთხვევებს.

რა თქმა უნდა დიალოგს არავინ გაურბის რა ჯგუფთანაც არ უნდა იყოს, მაგრამ მას ჩვენთვის უპირობო წანამძღვარი აქვს: ვიწყებთ იქიდან, რაც უდავოა — აფხაზეთი საქართველოა! ასე აკეთებდა თავის დროზე ცხონებული ზურაბ ჭავჭავაძე და მას უსმენდნენ. ეს უდავო ჭეშმარიტება ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა იქნეს ერთხელ და სამუდამოდ აღიარებული. ასევე უპირობოა მეორე საკითხიც — ყველა დევნილის ღირსეული დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, უფლებებში აღდგენა და თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფა; და მესამე-საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.

დაბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სიტყვა ,,ღირსეულს“. ეს არანაკლებ ეხება შამბას ნათქვამისაგან ტრადიციულად დამდნარ და ამჩატებულ ქართველებსაც.» — წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, აფხახთა კრების ერთ-ერთი ლიდერი, მალხაზ პატარაია

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

მამუკა ხაზარაძის სკანდალურ განცხადებას აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა და დაჭერები-გიგი უგულავა

«ამ ყველაფრის მოთავე და ავტორი იყო ორი იდიოტი. ერთი ივანიშვილი, მეორე გახარია»-ირაკლი ოქრუაშვილი

«ბატონებო, ივანიშვილი გარანტირებულადაა დასრულებული»-დავით ნებიერიძე

დატოვე კომენტარი