სკანდალი

უნივერსიტეტი, რომელზეც შალვა თადუმაძე უთითებს, რომ დაამთავრა, არ უსწავლია-არ იძებნება

“პრობლემურია ის გარემოება, რომ შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ განაცხადში სწავლის სხვა თარიღებს უთითებს, პროკურატურის ვებ-გვერდზე სხვა თარიღებია მითითებული და ასევე, მის მიერვე წარდგენილ დიპლომში კიდევ სხვა თარიღები წერია“,- ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ჩიტიძემ საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

“ერთი ნიუანსია კიდევ, რომ, იგი როგორც თავად უთითებს, 1993 წლიდან სწავლობდა კონკრეტულ უნივერსიტეტში, მაშინ როდესაც საარქივო მასალის მიხედვით, ოფიციალურად 1994 წელშია ეს საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსებული. ეს არის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. დაახლოებით ამგვარი დასახელების უნივერსიტეტი დღესაც არსებობს, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ისინი არ არიან იმ ინსტიტუტის მემკვიდრეები, რასაც შალვა თადუმაძე უთითებს. დღეს განათლების სამინისტროს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვებ-გვერდზე არ იძებნება ზუსტად იგივე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც შალვა თადუმაძე მიუთითებს და რაც მსგავსი იძებნება, მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ თადუმაძეს მათთან არ უსწავლია,“- განაცხადა გიორგი ჩიტიძემ.

აღნიშნულ კომენტარს“ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ ემუქრება პარლამენტის წევრი მერაბ ღოღობერიძეს

Joni Kvaracxelia

ტანმაღალი ხეები აზომა, ევკალიპტებს ჩაეხუტა და ეფერებოდა-ივანიშვილის მორიგი სამიზნე უშიშროების ბაზაა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

მშობლებო, ფრთხილად!

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი