covid-19

ყველა ორსული უნდა აიცრას Pfizer-ით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დელტა შტამი განსაკუთრებულად საშიში ორსულებისთვის აღმოჩნდა და მათ მოუწოდებს, ფეხმძიმობის პერიოდში pfizer-ით აუცილებლად 2-ჯერ აიცრან.
«დელტა შტამი აღმოჩნდა ძალიან ვერაგი ორსული ქალბატონების მიმართ, შარშან ჩვენ გვქონდა ერთი სამწუხარო გარდაცვალების შემთხვევა, წელს ცამეტია და მგონი, დაემატა ცამეტს უკვე გუშინ-გუშინწინ. 20-25 ათასი ორსულია ერთდროულად ქვეყანაში დღეს. ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას Pfizer-ით და ორსულობის პერიოდში გააკეთონ ორი აცრა Pfizer-ის. ეს თითქმის 25-ჯერ, მეტჯერ შეამცირებს რისკს მათი დაინფიცირების და ძალიან უფრო მაღლა, დაახლოებით ორი ათეულით შეამცირებს გარდაცვალების და გართულების რისკს ორსულებში,»- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდ

რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ ნოემბრამდე გადაიდო

ინდოეთში სავალალო შედეგები დაფიქსირდა

დატოვე კომენტარი