განცხადებები

ყველაფერი, რაც თუნდაც გამოიყურება, როგორც პოლიტიზება, პოლიტიკური დევნა, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს- კელი დეგნანი

ყველამ იხილეთ აშშ-ის მთავრობის, ასევე ევროკავშირის და საქართველოს ბევრი სხვა ევროპელი მეგობრის განცხადება. ყველაფერი, რაც აშშ-მა გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, იყო გაკეთებული ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდასაჭერად, რაც არის უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული მომავალი. მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა არის მთავარი, ცენტრალური საკითხი ასეთი მომავალისთვის. ყველაფერი, რაც თუნდაც გამოიყურება, როგორც პოლიტიზება, პოლიტიკური დევნა, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს. საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების დროს მისცეს დაპირება, რომ მიაღწევენ მომდევნო მნიშვნელოვან ნაბიჯს, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ამ გზაზე ევროატლანტიკური მომავლისკენ. ყველაფერი, რაც ამაში ერევა, ან საფრთხის ქვეშ აყენებს, დიდ შეშფოთებას იწვევს. აშშ-ში ჩვენ ვიცავთ და ვაფასებთ ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგანაც ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის საფუძველი ჩვენი დემოკრატიისა. სწორედ ეს აძლევს მას მედეგობას და სიმტკიცეს, რათა გაუძლოს სხვადასხვა გამოწვევას და დროის გამოცდას. ჩვენ იგივე გვსურს ქართველი ხალხისთვისაც. ქართველმა ხალხმა არაერთხელ თქვა, რომ მათ ძლიერი დემოკრატია სურთ, მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიღწევაში. სწორედ ამას ვაკეთებთ 30 წელია და ამას გავაგრძელებთ. ნამდვილად გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, მშვიდობიანი და აყვავებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯანმო ნაკლებად ვარაუდობს კორონავირუსის სწრაფად აღმლფხვრას

«ჩემი წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც სისულელე მათქმევინონ»

ფასილიტატორების განცხადება საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შესახებ

დატოვე კომენტარი