განცხადებები

«ყველამ ნერვები დაიწყნაროს…ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა»-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს:

«პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ამიტომ პირველ რიგში ძალიან ვთხოვ ყველას, ნერვები დაიწყნაროს. ყველაფერი, რაც საჭიროა, ზუსტი ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ.

ჩვენი მოქალაქეები ძალიან შეგნებულები არიან, ვინც კი ჩინეთში იყო, ვთქვათ, ორი კვირა კი არა, უფრო მეტი ხნის მანძილზეც, ისინი მიდიან ექიმებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები არიან. პრობლემა არ არის, თუ იქნება შემოსული ასეთი პირი, მას გაეწევა ყველანაირი დახმარება, იქნება შესაბამისად იზოლირებული. ასე რომ, ჩვენ ყველამ გავაგრძელოთ ჩვენი ნორმალური ცხოვრება და მივყვეთ რეკომენდაციებს, რომელიც ყველა ეტაპზე სიტუაციის შესაბამისი იქნება»-განაცხადა პაატა იმნაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილის შეცვლა ვერც მიხეილ სააკაშვილის გარეშე მოხერხდება და ვერც მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერები შეძლებენ ამას»-ბერძენიშვილი

Joni Kvaracxelia

«შენს ხელებს ასდის ფულის სუნი და ეგ იცის სრულიად საქართველომ“-ზარდიაშვილი ბესელიას

«ჩამოვალ საქართველოში…»-მიხეილ სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი