სოცქსელი

«ყელი გქონდა გადაჭრილი და სისხლი მოგდიოდა…არ ვდარდობდი დაჭრილი რომ ხარ, მთავარია ცოცხალი იყავი»

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილს სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის.

„პირველად დამესიზმრე. ყელი გქონდა გადაჭრილი და სისხლი მოგდიოდა. ჩემი მანქანით წავედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვეულებრივად იყავი, დადიოდი, არ გვეშინოდა, თითქოს არაფერი მომხდარა ისე ვურთიერთობდით. ცოტა ხმის ტემბრიც მახსოვს, მშვიდად ამბობდი რაღაცას… აჰ, რა კარგი იყო შენთან, როგორ მომენატრე! ძალიან, ძალიან მაგრად! არ ვდარდობდი დაჭრილი რომ ხარ, მთავარია ცოცხალი იყავი და ერთად ვიყავით, ერთად მა, ლენო, მე და შენ. ახლა უფრო მივხვდი როგორი გაძარცვული ვარ უშენოდ… მიყვარხარ, სადაც ხარ. თუ აღარ ხარ, ჩემს გულში მთელს ადგილს შენ იკავებ, შენით იწყება და მთავრდება ვინც ვარ და რასაც ვაკეთებ. გელოდები ყოველ ღამე.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანის, ლულუ კახიანისა და მუსიკოს, გიორგი გვარჯალაძის უფროსი ქალიშვილი 16 წლის ლენო გვარჯალაძე სამი თვის წინ საკუთარი სახლის (მეშვიდე სართულის) აივნიდან გადახტა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«პრეზიდენტობის კანდიდატი რომ ვიყო, ახლა მამების გვერდით ლეიბზე ვიჯდებოდი და არა თბილ სტუდიაში»

«გადაა@#ით ერთმანეთს თქვენ ზელენსკიმ მიშამ და ზევიდან მაგ ელჩმა!!»-წულუკიანის ქმარი ოპოზიციას

roma sajaia

«ეს ასეთი შტერი არ იყო და აბა რა თავს იშტერებს-ვითომ ვერ გაიგო რა ვთქვი”-სააკაშვილი ბოკერიაზე

დატოვე კომენტარი