სხვადასხვა

„ღრმა ფინანსური კრიზისის გამო, დღეიდან თავშესაფარმა შეწყვიტა ცხოველების მიღება»

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარმა ცხოველების მიღება შეწყვიტა.

ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით  თავშესაფრის «ფეისბუქგვერდზე» გავრცელდა:

„ღრმა ფინანსური კრიზისის გამო, დღეიდან თავშესაფარმა შეწყვიტა ცხოველების მიღება. მომსახურე პერსონალიდან ნახევარზე მეტი დარჩა უმუშევარი. თავშესაფრის ბინადრები სანახევროდ მშივრები არიან, მაგრამ, ბუნებრივია, მათ ქუჩაში ვერ გავუშვებთ. ვის არ მიმართა ბატონმა თამაზმა, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. აი, ეს არის ის მწარე რეალობა. აი, სწორედ ამის გამო ვეღარ გპასუხობთ ცხელ ხაზზე კეთილო ადამიანებო და ვერ გეხმარებით.

ნათქვამია, იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო და როგორც ჩანს, ეს ბოლოც დაუდგა თავშესაფარს…“- ნათქვამია ძაღლების თავშესაფრის განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ორფოლოს პოლიგონზე გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა აქციებს აანონსებს

Joni Kvaracxelia

17 წლის მოზარდმა შეყვარებულთან დაშორების შემდეგ თავი მოიკლა

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ კიდევ ოქროს მედალი მოიპოვა

დატოვე კომენტარი