კრიმინალიმსოფლიოში

ღირდა თუ არა ჰაკერებზე ხუთი მილიონის გადახდა?

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს ერთ — ერთი მთავარი ნავთობსადენის, კომპანია Colonial Pipeline-ის მენეჯმენტმა ჰაკერებს, რომლებმაც მისი მუშაობის პარალიზება მოახდინეს, გადაუხადა თითქმის 5 მილიონი დოლარი.

კიბერშეტევა მოხდა 7 მაისს, რამაც გამოიწვია  აშშ – ს აღმოსავლეთ სანაპიროზე საწვავის მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხებები. Colonial Pipeline დღეში 2.5 მილიონ ბარელ ნავთობს ტუმბავს და ქვეყნის აღმოსავლეთში მოხმარებული საწვავის 45% -ს აწვდის.

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებს მიაჩნიათ, რომ შეტევა  ჯგუფმა «DarkSide» განახორციელა, რომელშიც რუსი ჰაკერები შედიან. სხვადასხვა ქვეყნების საკვანძო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კიბერ შეტევები ძალიან გახშირდა ბოლო პერიოდში, რასაც თან სდევდა გამოსასყიდის მოთხოვნები.

სწორედ ნავთობსადენზე თავდასხმა გახდა ყველაზე დიდი შემთხვევა შეერთებულ შტატებში, ხოლო გადახდილი თანხა — ყველაზე დიდი გამოსასყიდი, რაც ჰაკერებს ოდესმე მიუღიათ.

Colonial Pipeline-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ისინი მომხდარზე კომენტარს არ გააკეთებენ.

Loading…

მსგავსი პოსტები

თბილისში ტაქსისტმა ყაზახი ტურისტი გააუპატიურა

დემონსტრაციები სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით

კრიმინალური სამყარო ისევ აქტუალური ხდება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი