განცხადებები

«ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა ჩვენი უპირობო და უეჭველი გადარჩენისა»-მეუფე დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა  ღვთისმშობლილს წილთხვდომილობის დღედ 12 მაისის გამოცხადებას საპატრიარქოს სახელით გამოეხმაურა და  წმინდა სინოდის მიერ  27 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე განაცხადა:

«ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა ჩვენი უპირობო და უეჭველი გადარჩენისა, ეს არის საშუალება იმისა, რომ ერმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და განვითარდეს. სწორედ ამას ემსახურება ამ დღესასწაულის დაწესება, რომ ქართველმა ერმა ზუსტად გააცნობიეროს თუ რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვდომილობა, რომ ეს არის უპირველესად არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში, როდესაც ერი გააცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, ქვეყანა დასძლევს ყველა იმ ხილულ თუ უხილავ წინააღმდეგობას, რომელიც მის გზაზე წარმოიქმნება. სწორედ დღეს, როდესაც ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი პერიოდი ათეისტური ძალადობისა, დღეს ჩვენს ერს სჭირდება თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გაცნობიერება და არა მარტო გაცნობიერება, არამედ მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესის აღდგენა, ხოლო ეს შეიძლება მოხდეს ღვთისმშობლის შეწევნით, რამეთუ სწორედ მისი წყალობით ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში სულიერი და ეროვნული ფასეულობები, რომელმაც გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ეს დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების საქმეში, სამოქალაქო მშვიდობის და კონსოლიდაციის საქმეში და მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში. ვევედროთ უფალს და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენმა ერმა შეძლოს თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გარშემო გაერთიანებით წინსვლა, წარმატება და განვითარება, ამინ», -განაცხადა მეუფემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ნამდვილი ლიდერისა და სულიერი მამის სიტყვებია»…

«მღვდელი, რომელიც ამბობს ზიარება კორონა ვირუსს კლავსო, ის ნამდვილად მავნებელია»-მამა ანდრია სარია

გიორგი ვაშაძემ საქართველოს ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება დააანონსა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი