განცხადებები

«ღარიბაშვილის დაბრუნება იქნება პოზიტიური, ეს იქნება პარტიის სერიოზული შევსება»- დიმიტრი ხუნდაძე ღარიბაშვილზე

მმართველი პარტიის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, ყოფილი პრემიერის  ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე   ჟურნალისტებთან განაცხადა:

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-2012 წლებში. ვფიქრობ, ირაკლის დაბრუნება, თუკი ეს მოხდა, ეს იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. ღარიბაშვილის დამსახურებიდან გამომდინარე, ეს პარტიის სერიოზული შევსება იქნება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას. მაქვს პოზიტიური მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას“-განაცხადა დიმიტრი  ხუნდაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ზურაბიშვილმა ოკუპაციის კანონის შეჩერება გვამცნო, თბილისსში ლავროვის დელეგაციის ჩამოსასვლელად»

განახორციელებს თუ არა პუტინი საქართველოზე სარაკეტო დარტყმებს?

«საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად გაიხსნა ხიბულაში, შეიძლება ითქვას, რომ მათმა ავტორმა მოგვხიბლა»-კონსტანტინე გამსახურდია

დატოვე კომენტარი