პერსონასოცქსელი

«ქ-ნი ანანიაშვილის და ბ-ნი ვაშაძის შესახებ!» — ირაკლი ტაბლიაშვილი

ენმ რა შუაშია-ო, იტყვიან ენმ-ის მომხრეები და, ფორმალურად, არც არაფერში — არც შუაშია, არც თავში, არც ბოლოში და სახსენებელიც არაა, თითქოს.
მაგრამ, არსებობს ერთი სათქმელი «მაგრამ» და ის გვახსენებს, რომ ნოვოსიბირსკისკენ მზერაგაპარული პრიმაბალერინას მეუღლე, ბ-ნი ვაშაძე სწორედ ენმ-დან იყო დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი… შესაბამისად, იყო შანსი, რომ პრეზიდენტი სწორედ ის გამხდარიყო, თან, თუ გახსოვთ, 2018 წელს, მართლა წკიპზე იყო საკითხი.
… ჰოდა, რას იზამდა მისი მეუღლე — ანანიაშვილი ამ შემთხვევაში? მხოლოდ ქველმოქმედებით დაკავებული პირველი ლედი იქნებოდა? არ მგონია! ის — ანანიაშვილი, თავადაც აქტიური მოქალაქეა, საუკეთესო ბალერინაა, ცნობილი და თვითკმარი პირია.

Loading…

ამავე დროს, არც იმას ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში ანანიაშვილი გარისკავდა და გადაწყვეტდა ნოვოსიბირსკის დასში მუშაობას! ცხადია, არც არავინ შესთავაზებდა და რომც შეეთავაზებინათ, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის — ვაშაძის მეუღლისათვის მთლად მტრის ზურგში მუშაობა მხოლოდ დასაცინი ქმედება კი არ იქნებოდა, არამედ, მისი და ქვეყნის პრეზიდენტის «დასაბულინგებელი».
პრობლემაც სწორედ ესაა — მენტალური პრობლემა, რომელიც ბ-ნო ვაშაძეს აღმოაჩნდა ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა ოკუპანტი ქვეყნის
კულტურის მინისტრ ავდეევს მისწერა, «ერისიონი» «იტანციმანცებს» მოსკოვშიო… თან როდის მისწერა? 2008 წლის ნოემბერში — ომიდან 3-4 თვეში.
«გერმანიასთანაც გვ-ქონდა ომიო, — ესეც მენტალური პრობლემაა. ეს თქვა ანანიაშვილმა 3 დღის წინ.
გვ!!! ქონდაო! პირველ პირში.
ჰოდა, ზემოთქმული არ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილისკენ ვარ! ცხადია, არა!
მაგრამ, იმას კი ნიშნავს, რომ სოვიეტიკუსობა არ იკურნება არც თბილისში, არც ნოვოსიბირსკში და არც პარიზებში, ლონდონებში და ნიუ იორკებში.
ჰო, არც საუკეთესო ცეკვით იკურნება და არც «საუკეთესო მინისტრობით» «პრავდება».
ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი

მსგავსი პოსტები

მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციას მიმართავს

«აუუ,დიდი ავარიაა…ზაზა ოქუაშვილს ეგონა ბიძინა დააშანტაჟა,ქარხანა აამუშავა და ტელევიზია დახურა,მაგრამ ზაზა ბჭობდა,ბიძინა იცინოდაო»-წერს ელისო კილაძე

«ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე…»-მიხეილ სააკაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი