Uncategorized

ქუთაისში პროფ. ს. კრუკოვსკის სახ. პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრი გაიხსნა

6 ნოემბერს ქუთაისში პროფ. ს. კრუკოვსკის სახ. პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
ცენტრი მხარს უჭერს პოლონურ-ქართულ სამეცნიერო პროექტებს და პოპულარიზაციას
უწევს არქეოლოგიურ და ინტერდისციპლინურ კვლევებს. ამჟამად ის ორიენტირებულია
საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევებზე. ცენტრის ძირითადი
პარტნიორები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტო და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
ამასთან ერთად გაიმართა ქუთაისის 0331 ბანაკის პოლონელი ტყვეებისადმი და
ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის ოფიციალური გახსნა. მემორიალური
დაფა განთავსებულია კრუკოვსკის ცენტრის ფასადზე.
1945 წლის მარტში, ნკვდ-მ მოახდინა პოლონეთის არმიის, კრაიოვას ჯარისკაცებისა და
პოლონელი სამოქალაქო პირების გადაასახლება ვილნიუსის რეგიონიდან ქუთაისის
სატრანზიტო ბანაკში. ბევრი მათგანი შიმშილით, ავადმყოფობით და მონური შრომის
შედეგად დაიღუპა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი, «ბანაკი 0331», რომლის რეჟისორები არიან გჟეგოჟ ჩერნიაკი, იეჟი როჰოჟინსკი და ვოიჩეხ სარამონოვიჩი. ეს ფილმი გახლავთ ადგილობრივად ფესვგადგმულ საბჭოთა ნარატივთან პოლემიკის მცდელობა, რომლის მიხედვითაც პოლონელი დამოუკიდებლობის აქტივისტები, იაპონელ სამხედრო ტყვეებთან და ნაცისტებთან ერთად, სრრკ-ს მტრებად არიან წარმოდგენილნი. ამ მიზანმიმართული საბჭოთა ფარისევლობისა და ისტორიული ჭეშმარიტების არარსებობის შედეგი არის ის, რომ გერმანელებს, იაპონელებსა და პოლონელებს ხშირად ერთად მოიხსენიებენ, როგორც
შრომითი ბანაკის „მსხვერპლებს“, ისე, რომ არ განასხვავებენ მათ, ვინც რეპრესირებულ იქნა
დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირებულებების დაცვისთვის.
ფილმის ჩვენება მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა. ამავე დღეს
შედგა ქუთაისში დაბადებული და დევნილობაში მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის
პრეზიდენტის, ვლადისლავ რაჩკევიჩის ახლად გახსნილი ძეგლის, ყვავილებით შემკობის
ცერემონია.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი მალგოჟატა გოშიევსკა, საპატიო სტუმარი როგორც პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარიუშ მაშკევიჩმა განაცხადა გახლდათ სანდრა ელისაბედ რულოვსი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა და უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ქუთაისისა და იმერეთის ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები. ლიეტუვის ელჩმა ანდრიას კალინდრმა ხაზი გაუსვა, რომ საბჭოთა ტერორს არ ჰქონდა საზღვრები და ზიანს აყენებდა ბალტიისპირეთს, კავკასიას, ცენტრალურ აზიას, ციმბირს და სხვა მრავალ რეგიონს. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ისტორია, რათა მსგავს ტერორს არ მივცეთ განმეორების საშუალება.
ანდრიუს კალინდრამ ასევე დაგმო რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, ისევე როგორც მიმდინარე აგრესია უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟეტა გოშევსკა, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისში იმყოფებოდა, დანაგვიანებული ადგილი დაასუფთავეს – კერძოდ, დელაგაციის წევრებმა ქუთაისში საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია მოინახულეს და ადგილზე სანთლები დაანთეს. ადგილი სტუმრებს დანაგვიანებული დახვდათ და თავად დაასუფთავეს.
“დღევანდელ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვიყავით ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას, სადც პოლონელი გმირები იყვნენ თავის დროზე გამოკეტილები. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ოდესმე ეს სიმართლე გამოსულიყო სააშკარაოზე”, – განაცხადა გოშიევსკამ.

ავტორები: თამარ ქუთათელაძე, ემილო გუმბარიძე

ფოტო: თეონა ასათიანისა

 

 

Loading…

მსგავსი პოსტები

სანქციების ახალი და ძალიან ძლიერი ტალღა რუსეთზე, რომელმაც შესაძლოა ივანიშვილსაც გადაუაროს

14 მარტს ისტორიაში…

საჯარო სამსახურები საკუთარ მოხელეთა ემოციებს ჩიპის საშუალებით გაკონტროლებენ

დატოვე კომენტარი