განცხადებები

ქუთაისი-ათენის რეისზე აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვი ბორტზე არ დაუშვეს

ქუთაისის აეროპორტში მომხდარი არასასიამოვნო  შემთხვევის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ» მწუხარება გამოთქვა და განცხადება გააკეთა:

,,ჩვენთვის ყველა მგზავრი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. თუმცა, არსებობს კონკრეტული ავიაკომპანიის რეგულაციები, რომელიც თითოეულმა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს. გამთენიისას, 04:43 საათზე, ქუთაისი-ათენის რეისზე, გაფრენამდე საათნახევრით ადრე, საბერძნეთის მოქალაქეს, აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთ მცირეწლოვან მგზავრს, აეროპორტის ტერმინალში შეტევა დაემართა. შემთხვევას შეესწრო ხომალდის მეთაური, რომელმაც ავიაკომპანიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნის გარეშე, მსგავსი აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვის ბორტზე დაშვება არ მომხდარიყო. სამედიცინო დასკვნა კი მშობელს არ გააჩნდა. თუმცა ჩვენსა და ავიაკომპანია ,,ვიზეარს» შორის შედგა შეთანხმება, რომ მგზავრები ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაფრინდებიან,»- წერია არსებულ განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ბიჭები ბევრი ძირს მყავს დახეთქებული…ვერ ვიცხოვრებ ისეთ კაცთან, რომელიც ვერ მიგებს»-მსოფლიო ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი

“დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია»-აკაკი ზოიძე

«ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა ჩვენი უპირობო და უეჭველი გადარჩენისა»-მეუფე დანიელი

დატოვე კომენტარი