კრიმინალი

ქრთამის აღების ფაქტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

ქალაქ თბილისის, საკრებულოს, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი დაკავებულ იქნა ქრთამის აღების ფაქტზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ის გუშინ დააკავეს. მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა რომ დეპუტატი, თემურ გორგაძე მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მათ 7000 აშშ დოლარი მოთხოვა. ასევე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თემურ გორგაძემ 2018 წლის 28 თებერვალს ხსენებულ მოქალაქეს მოთხოვნილი თანხის ნახევარი, 3500 აშშ დოლარი გამოართვა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თემურ გორგაძეს სავარაუდოდ ბრალს დღეს წარუდგენენ.

საკრებულოს დაკავებული დეპუტატი ბრალს არ აღიარებს. თემურ გორგაძის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ ღამით მოინახულა, თუმცა უფლებადამცველი საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

დავით კუტალაძეს ბრალი წარუდგინეს

დმანისში ქალის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის ცენტრში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს, წაღებულია თანხა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი