კრიმინალი

ქობულეთში დაკავეს ბაბუა რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილზე იძალადა

ქობულეთში არასრულწლოვან შვილიშვილზე განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა მოხუცმა დანაშაული აღიარა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ძალადობის ინციდენტი დაკითხვისას გაიხსენა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა“, — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე მამაკაცი 15 თებერვალს დააკავეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სვანეთში ქალი დაჭრეს

თბილისის ზღვაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს გამამტყუვნებელი განაჩენი გამოუტანეს

დატოვე კომენტარი