განცხადებები

«ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ხალხი ქუჩაში მალე გამოვა»-გუბაზ სანიკიძე

«2020NEWS»-თან ინტერვიუში პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ხალხი ქუჩაში მალე გამოვა.

«- ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ხალხი ქუჩაში მალე გამოვა. იმიტომ, რომ ადამიანების უკმაყოფილებას თავისი სტადიები აქვს. პირველი სტადია არის იმედგაცრუელბა, მეორე სტრადია ფუსტრაცია, მესამე კი — განრისხება.

ახლა ხალხი ფუსტრაციის პროცესშია. “ნაციონალური მოძრაობა“ და მმართველი პარტია უკვე ერთი სხეული გახდა, რომლებიც მთლიან პოლიტიკურ ველს იკავებენ. ასეთ ვითარებაში, ბიძინა ივანიშვილმა ოქროს გასაღებს მიაგნო, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის ფონზე, ხალხს ფულით ყიდულობს.

სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილი იმაზე უფრო რეალურად აფასებს ხალხთან დამოკიდებულებას, ვიდრე ჩვენ დანარჩენები, რომლებსაც გვგონია, რომ ქართველ ხალხს რაღაც პრინციპები ჯერ კიდევ შერჩა. არადა, როცა გაჭირვებაშია ხალხი პინციპებს კარგავს და არებობის შენარჩუნებისთვის ინსტიქტებზე გადადის. ივანიშვილს ფულის დარიგება ამიტომ გამოსდის.

«ქართულ ოცნებას“ აღარც პოლიტიკური პროგრამა სჭირდება და აღარც დაპირებების გაცემა, რადგან პირდაპირ ხალხის ყიდვა შეუძლიათ. ასეთ ვითარებაში სხვა პოლიტიურ პარტიებს ქვეყნის მსახურებაში ყოფნა აღარ შეუძლიათ.»-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ  «2020NEWS»-თან ინტერვიუში.

Loading…

მსგავსი პოსტები

ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება — ჯო ბაიდენი

«ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში»-ილია მეორე

„მასწავლებლის სახლი“ სუსს გადაეცემა. ეს გადაწყეტილია

დატოვე კომენტარი