covid-19განცხადებები

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათიც დასრულდება

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათიც დასრულდება გახარიას არ განუმარტავს, როდიდან მოიხსნება რეგულაციები ავტომობილში 3-ზე მეტი პირის ყოფნასთან დაკავშირებით «პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა ქვეყანა რაციონალურად და ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდეს. დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს, როგორი იქნება მსოფლიო კოვიდის შემდეგ. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი. თუმცა ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა იქნება ის პერიოდი, რომელიც დაზუსტებით არ ვიცით. ამიტომ, მოთხოვნა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადის და სხვა ის მოთხოვნები, როლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ კოვიდ-19-ის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მაინც დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომელიც აუცილებელია, იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს», — განაცხადა პრემიერმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამობრძანდება და…»-ლელა კაკულია

საქართველოში ჩინური ვაქცინა სინოფარმი შემოვიდა

უნდა განადგურდეს რეჟიმი, რომელიც უკრაინაში შეიქმნა — კრაზანების ბუდის განადგურება აუცილებელია დიმიტრი მედვედევი

დატოვე კომენტარი