ანალიტიკაპუბლიკაციები

«ქვეყანაში ივანიშვილის ტირანია გაფორმდა!»

თუმცა ახლა კანონის უზენაესობას და შერჩევით სამართალს მინდა შევეხო, რამაც ამაზრზენი სახე მიიღო და დამატებით მეტყველებს ტირანიის ფაქტზე:

ხაზარაძეს უკანონო შემოსავლების გათეთრების მუხლით ბრალი წაუყენეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი. ახლა კი პარალელი მინდა გავავლო და უკანონო შემოსავლების გათეთრების ნამდვილი ფაქტი მინდა წარმოგიდგინოთ კალაძის კორუფციული ქეისის მაგალითზე.
თუ ზედაპირულად მაინც ჩაიხედავთ კალაძის ქონებრივ დეკლარაციაში დაინახავთ, რომ ეს კორუმპირებული ჩინოვნიკი ამ დეკლარაციებში ყოველწლიურად აფიქსირებს ასობით ათასი ევროს ოდენობის შემოსავალს მისი კუთვნილი ორი კომპანიიდან, რომლებიც მას გააჩნია უკრაინაში. ხარჯებს კი ამ შემოსავლების ფარგლებში აფიქსირებს. დელეტანტ მოქალაქეს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ კალაძეს იმხელა ლეგალური შემოსავალი აქვს უკრაინული კომპანიებიდან, რომ მართლაც შეიძლება არ იღებდეს ხელფასს მერის ფუნქციების განხორციელებისთვის. მაგრამ, ზუსტად კიევშია დამარხული ძაღლის თავი. როგორც გაირკვა, ამ უკრაინული კომპანიების ყოველწლიური მოგება რეალურად იმდენად მცირეა, რომ მერის ხელფასი ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება. ანუ, საქმე გვაქვს კალაძის მხრიდან უკანონოდ მიღებული შემოსავლების, ალბათ ქრთამების გათეთრების ფაქტთან. იმ მიზნით, რომ არავის გასჩენოდა ლეგიტიმური კითხვა კალაძის ქონებასთან და ყოველწლიურ უზარმაზარ პირად ხარჯებთან, ის გაყალბებული მონაცემებით გვეუბნებოდა, რომ შემოსავლებს იღებდა მისი კუთვნილი უკრაინული კომპანიებიდან. აი ზუსტად ეს არის უკანონო შემოსავლების გათეთრების კლასიკური მაგალითი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
რატომ არ იჭერთ კალაძეს? სინამდვილეში საიდან იღებს კალაძე ასობით ათასიან შემოსავლებს ყოველწლიურად და რა წარმოშობის ფულს ხარჯავს საკუთარი კეთილდღეობისათვის, თუ გაირკვა, რომ ამ ოდენობის ლეგალური შემოსავლები მას არ გააჩნია? პასუხი სავსებით ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ კალაძე
მექრთამე, მაფიოზი და ბიუჯეტის ვირთხაა.

დავით ნებიერიძე, ივერია

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

დღეს უკვე აშკარად მიმდინარეობს რუსეთისთვის ქვეყნის გადაცემის პროცესი

Joni Kvaracxelia

გიორგი ბოტკოველის 10 კითხვა ხელისუფლებას

აფხაზეთის ტელევიზია დაბრუნდება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი